თვე: ივნისი 2018

Home 2018 ივნისი
საზიზღარო
ჩანაწერი

საზიზღარო

მარიო ბალოტელიმ ძველ მეგობარ პოლ პოგბას საფრანგეთის ნაკრების მიერ ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის 3:1 დამარცხება მიულოცა, მაგრამ მიაწერა, მაინც მაგარი საზიზღარი ხარო. ეხუმრა. ფრანგთაგან გოლები გაიტანეს სამუელ უმტიტიმ, ანტუან გრიზმანმა (პენალტით) და ოსმან დემბელემ. „სკუადრა აძურას” მხრიდან კი 0:2-ზე ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო. შეხვედრა ნიცაში გაიმართა, სადაც იტალიის ნაკრების მეცხრე ნომერი სუპერმარიოდ წოდებული ბალოტელი გამოდის. „მმმმ… ok!...

ზიზუ და აინშტაინი
ჩანაწერი

ზიზუ და აინშტაინი

იშვიათია, როცა საკუთარ საქმეში ღმერთკაცები პატივმოყვარეობასაც ამარცხებენ. ზინედინ ზიდანი ერთი უდიდესი ეპოქა იყო ფეხბურთში. შემსრულებელი კი არა – მოაზროვნე და შემქმნელი. ბურთს შეუხებლად ისე დარაჯობდა, სამ კაცს არ გაიკარებდა და მერე წამში იმ ბურთს ისე გადაამისამართებდა, მეტოქეს კი არა, ემე ჟაკეს რჩებოდა პირი ღია. მისი ტვინის ხვეულები მადრიდში სათანადოდ შეაფასეს და თავის დროზე „მოხეტიალე საფეხბურთო...

სისხლის დაღვრამდე რომ არ მიდიან…
ჩანაწერი

სისხლის დაღვრამდე რომ არ მიდიან…

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ერთის მხრივ გული დამწყდა – დათო ქევხიშვილი სულ პატარა ბიჭი რომ იყო და ნაკრებში შეაბიჯა, იმის მერე მის მიმართ სიმპათია მაქვს. წესიერი კაცია, მაგრამ წესიერება კარგ მენეჯერობას არ უდრის. აირია ძიუდოში საქმე. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ორ კვირამდეღა დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატამდე და ჩვენ სამაგისოდ გვცალია?! ფულებზე ვკამათობთ! იარაღს ვისვრით! სისხლი...

ძიუდოში სროლა დაიწყეს
ჩანაწერი

ძიუდოში სროლა დაიწყეს

აჰა! ეგეც ერთი დიდი ოჯახი! წუხელ ძიუდოისტებმა იარაღიანი გარჩევა მოაწყეს. ამბავი ერთ-ერთი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთი მხრიდან მოქმედი სპორტსმენები – ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იყვნენ, მეორეს მხრივ კი სოსო წელაური და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმე ორი მუხლით აღიძრა. ბარძაყში დაჭრილი წელაური პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია...

ვინ იცოდა ზიდანის გადაწყვეტილების შესახებ?
ჩანაწერი

ვინ იცოდა ზიდანის გადაწყვეტილების შესახებ?

როგორც ირკვევა სანამ „რეალიდან” წასვლის შესახებ განაცხადებდა, ზინედინ ზიდანმა ერთგვარი სუბორდინაცია დაიცვა და გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს ტელეფონით შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. დანარჩენ ფეხბურთელებს მწვრთნელმა WhatsApp-ით დაუგზავნა შეტყობინება. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის მესიჯში ეწერა: „მადლობა ყველაფრისთვის. რომ არა თქვენი თანადგომა ურთულეს წუთებში, ვერაფერს მივაღწევდით. მალე ისევ შევხვდებით. გეხვევით”. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების საშუალებით „რეალის” ყველა ფეხბურთელმა გადაუხადა...

სერ ალექსი შინ არის
ჩანაწერი

სერ ალექსი შინ არის

აგვისტოში ახალი სეზონი იწყება და ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს სურს მას „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე შეეგებოს — ინსულტიდან ერთი თვეც არ არის გასული, ის კი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. 76 წლის ფერგის ახლა მოყვარული ოჯახის გარემოში ყოფნა და ზრუნვა ჭირდება. ფერგიუსონებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „ყველამ იცის, სერ ალექსი მებრძოლი ბუნების ადამიანია და ის სიცოცხლისთვის გამართულ ბრძოლაში...

ვაისის საქართველოს + –
ჩანაწერი

ვაისის საქართველოს + –

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა გუნდმა, კაპიტან კაშიას პენალტით ბოლოსწინა წუთზე გატეხა მეტოქე და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლეულს საქართველო დაუმარცხებელია, უფრო მეტიც – ქულადაუკარგავი და გოლგაუშვებელი, რაც, რა თქმა უნდა, უდავოდ წარმატებული ამბავია. ზემოთ ვაისი ვახსენეთ და ჩვენი ნაკრების მესაჭემ წინასამალტო სურვილიც ზედმიწევნით აისრულა – მინდა გოლგაუშვებლად მოვიგოთო, განაცხადა...

NBA: ფინალური სერიის რეკორდები
ჩანაწერი

NBA: ფინალური სერიის რეკორდები

NBA-ს ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტ ვორიორზმა კლივლენდ კავალიერსს 124:114 მოუგო. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. კლივლენდს ვერც ლებრონ ჯეიმსის ზე-შედეგიანმა თამაშმა უშვება. ლებრონმა მატჩში 51 ქულა დააგროვა. აქამდე ფინალურ სერიაში მხოლოდ 5 მოთამაშეს დაუგროვებია 50 ქულაზე მეტი. ბოლოს ეს 1993 წელს ყველა დროის უდიდესმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა შეძლო. გოლდენ სტეიტის რიგებში კი...

მარად სათადარიგო
ჩანაწერი

მარად სათადარიგო

კატალონიური პრესა წერს, რომ თუ „რეალი” მაურისიო პოჩეტინიოს ვერ გადაიბირებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს სამსახურს. იტალიელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს” უდგას სათავეში „რეალისთვის” კარგი ვარიანტია. მას პოჩეტინიოსთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვს — გამოცდილება. ალეგრის „ბებერი ქალბატონის” თავკაცის რანგში ხუთი „სკუდეტო” აქვს მოგებული. მან „იუვეს” ოთხჯერ ააღებინა ქვეყნის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ტურინელები ჩემპიონთა...

რეალში კარგი სიტუაცია არ იყო
ჩანაწერი

რეალში კარგი სიტუაცია არ იყო

ფაბიო კაპელოს „რეალი” არ ესწავლება. ის ორჯერ (1996/97 და 2006/07) წლებში ედგა მადრიდის გუნდს სათავეში და ორივეჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. „თეთრების” მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გადადგომის თაობაზე იტალიელმა ასე თქვა: „მადრიდში კარგი ატმოსფერო არ იყო. ამიტომ ზიდანი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ გადადგა. მან უკვე სამი თვეა იცოდა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა, გაუშვებდნენ....