საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ერთის მხრივ გული დამწყდა – დათო ქევხიშვილი სულ პატარა ბიჭი რომ იყო და ნაკრებში შეაბიჯა, იმის მერე მის მიმართ სიმპათია მაქვს.
წესიერი კაცია, მაგრამ წესიერება კარგ მენეჯერობას არ უდრის.
აირია ძიუდოში საქმე. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ორ კვირამდეღა დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატამდე და ჩვენ სამაგისოდ გვცალია?!
ფულებზე ვკამათობთ! იარაღს ვისვრით! სისხლი დაიღვარა!!! ბატონო შოთა (ხაბარელო), იცით, რომ გაღმერთებთ, მაგრამ ეგ შეცდომა არ უნდა დაგეშვათ – პარლამენტში არ უნდა წასულიყავით. სანამ ხაბარელი თავკაცობდა ნაკრებს, კაი ბიჭი იყო და მის წინააღმდეგ ფედერაციის კი არა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი წასულიყო.
მერე უპატრონო ეკლესიას ეშმაკებმა მოუნდომეს დაპატრონება. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე მეტად გამოსდის…
ბატონო შოთა, პარლამენტის ერთი ასორმოცდამეათედი ხართ და მოდით, მიხედეთ ამ ბავშვებს და საქმეს, რომელშიც ვერავინ შეგედრებათ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
