აგვისტოში ახალი სეზონი იწყება და ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს სურს მას „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე შეეგებოს — ინსულტიდან ერთი თვეც არ არის გასული, ის კი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან.
76 წლის ფერგის ახლა მოყვარული ოჯახის გარემოში ყოფნა და ზრუნვა ჭირდება.
ფერგიუსონებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „ყველამ იცის, სერ ალექსი მებრძოლი ბუნების ადამიანია და ის სიცოცხლისთვის გამართულ ბრძოლაში წამითაც არ აპირებდა დანებებას. ექიმები იმედიანად არიან, ასე რომ მისი „ოცნებათა თეატრში” დაბრუნება დიდი ხნის ამბავი აღარ არის. მანამდე კი შუძლია შინ ტახტზე მოკალათდეს და მსოფლიოს ჩემპიონატით ისიამოვნოს”.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი სელფორდის სამეფო ჰოსპიტალში გონდაკარგული მიიყვანეს. „სანი” წერს, რომ როდესაც თვალი გაახილა, მისი პირველი სიტყვები იყო: „რა ქნა დღეს „დონკასტერმა?”. „დონკასტერის” მწვრთნელი მისი ვაჟი, დარენია და იმ დროს, როდესაც სერ ალექსი საოპერაციოში იწვა, გუნდმა „უიგანთან” 0:1 წააგო.
ამბობენ, რომ ერთი ხნის წინ ფერგიუსონი ოჯახის წევრებს გაეხუმრა, ახლა უნდა ავდგე და კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წავიდეო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
