სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა. „ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან...
ტურე: გვარდიოლა რასისტია!
იაია ტურემ თქვა, რომ პეპ გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კოტ დ’ივუარის ნაკრების ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა. „მინდა ვიყო პირველი ვინც დაამსხვრევს მითს გვარდიოლას შესახებ”, — თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტს „მანჩესტერ სიტისთან” ვადა ამოეწურა და კატალონიელ მწვრთნელზე დამოკიდებული აღარ არის. „სიტიმდე” ტურე გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსელონაშიც” თამაშობდა....
ზიდანის გადადგომის მიზეზი
ზინედინ ზიდანი „რეალიდან” იმიტომ წავიდა, რომ ფლორენტინო პერესთან ედენ აზარისა და დავიდ დე ხეას ყიდვაზე ვერ შეთანხმდა — წერს „სანი”, ინფორმაციას კი აწერია „ექსკლუზივი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მან გაიგო და ახლა სხვები მისგან თუ გადაწერენ. წყარომ, რომელმაც ინგლისურ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა თქვა, რომ ზიდანის გადადგომის წინა დღეს მწვრთნელს და კლუბის...
პარიზში ბომბი არ გასკდა
სულ ბოლოსღა გაირკვა, რომ „როლან გაროსზე“ ბომბი არ აფეთქდებოდა, ანუ ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა ერთმანეთს არ შეასკდებოდნენ. კორტი უკვე თავისუფალი იყო. მანამდე რაფა ნადალმა კარიერაში მე-900 გამარჯვება მორტერერთან მოიპოვა და ფრანგული სუპერტურნირის მეოთხედფინალში მეთორმეტედ გავიდა. მთავარი მაინც სერენა იყო: გასულ 16 თვეში ახალდაბადებული გოგონას და ჯანმრთელობის გამო მხოლოდ 4 მატჩის...
ფოთის ევროპა სლოვენიაშია
თითქოს ფეხბურთს დიდი რა გარეკლამება უნდა, მაგრამ გონივრული მენეჯმენტი ისეა, როგორც „დათა თუთაშხიაშია“ – ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმეო… საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ლიგამ ორწლინახევრის წინ აიდგა ფეხი და პირველ ტურნირში სულ რვა გუნდმა და სულ თბილისისამ მოიყარა თავი. ეს მარტში იყო და უკვე ზაფხულში 16 გუნდი მონაწილეობდა ოლიმპიური სისტემით გამართულ ტურნირში, სადაც სეუ-მ...
ნაგელი პასუხი რეალს
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ მთავარ თემად „რეალის” მწვრთნელის ვაკანტური ადგილი რჩება. ვინ დაიკავებს ჩემპიონთა თასის ცამეტგზის მფლობელის თავკაცის სკამს ზინედინ ზიდანის მოულოდნელი წასვლის შემდეგ? ამ კითხვაზე ერთი პასუხი ასეთია: ეს იულიან ნაგელსმანი არ იქნება! ამ ინფორმაციას „ბილდი” ავრცელებს. იქნებ გაგიკვირდეთ, რატომ ამოტივტივდა „ჰოფენჰაიმის” 30 წლის მწვრთნელის სახელი, მაგრამ გერმანული გამოცემის...
ლიოვი: მერკელმა ხელი არ შეგვიშალა
კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ ტიროლში ეროვნული ნაკრების ბანაკს ესტუმრა. სიზუსტის მოყვარული გერმანელები წერენ, რომ სახელმწიფოს მეთაური აპიანოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ვაინეგში” 18 საათსა და 09 წუთზე მივიდა. ტიროლში მზიანი დარი იდგა. ანგელა მერკელმა ფეხბურთელებთან ერთად ისადილა და ფოტო გადაიღო. 21 საათსა და 12 წუთზე კანცლერი შუშამუქ ავტომობილში ჩაჯდა და საწვრთნელი ცენტრი დატოვა. გერმანიის საფეხბურთო...
ვენგერი და ბეილი გზაში ასცდებიან
რაც გინდა თქვით, მაგრამ ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით სპორტში ბუკმეკერებს ყველაზე უტყუარი ინფორმატორები ჰყავთ. ჯერ არ გაციებულა ზინედინ ზიდანის სავარძელი და ფსონების მიღება დაიწყო: ბუკმეკერთა ფავორიტი არსენ ვენგერია 4.0 კოეფიციენტით. მას კვალში გუტი ანუ ხოსე გუტიერესი და მასიმილიანო ალეგრი უდგანან (7.0). მაურიციო სარის და ანტონიო კონტეს თანაბარი შანსი აქვთ – 8.0. რადგან ვენგერზეა საუბარი, დიდი...
რეალზე ორჯერ ძლიერი ბაიერნი
რა მაცოფებს? ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას აშკარად დავინახე — „რეალის” დამარცხებაც შეგვეძლო და „ლივერპულისაცო”, თქვა „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „აბენდცაიტუნგთან” ინტერვიუში ფინალიდან ერთი კვირის მერე. ჰიონესმა თავისი აზრი უფრო მძაფრადაც კი გამოხატა: „ნახევარფინალში „რეალს” ორჯერ ვჯობდით. ხოლო შემდეგ, როდესაც ფინალს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს თასი ჩვენ უნდა აგვეღო”. მეორე ხრივ, პრეზიდენტის ნათქვამი იმას...
გერმანიის ოპტიმისტური წაგება
გერმანიამ ავსტრიასთან 32 წელიწადში პირველად წააგო — 1:2. არადა აქამდე ფრეზეც კი არ იყო ლაპარაკი, ზედიზედ 9 მოგებული ჰქონდა. კიდევ, მსოფლიოს ჩემპიონს აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, ასეთი რამ კი 1987-88 წლების შემდეგ არ მომხდარა. შემდეგ პარასკევს, იოაჰიმ ლიოვის გუნდი რუსეთში გამგზავრების წინ საუდის არაბეთს შეხვდება და სტატისტიკას ალბათ გამოასწორებს. დამარცხების მიუხედავად გერმანელებმა ავსტრიელებთან...









