საინტერესო ტური გამოდგა. ჯამში 21 გოლი გავიდა და პირველი ტურის რეკორდს (22) ერთით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ყველაზე უხვგოლიანი მატჩის მომსწრენი გავხდით: „კოლხეთი“ – „დინამო“ ზესტაფონში 3:6 დამთვრდა. წლეულს ერთ შეხვედრაში 9 ბურთი მანამდე არ გასულა (სარეკორდო „ჩიხურასა“ და იმავე „კოლხეთის“ პირველი ტურის შვიდგოლიანი მატჩი გახლდათ 6:1). ზესტაფონში რამდენიმე დინამოელი გამოირჩა. დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა...
ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!
სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო...
ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია
ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ მის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესო ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსია. „რეალისა” და „ბარსას” ქიშპიდან გამომდინარე კაზემიროს ასეთმა ნათქვამმა ბევრი გააოცა. „ჩემს პოიციაზე ბევრი ვარსკვლავი არ არის ასარჩევად რომ იყოს საქმე, მაგრამ თუ ერთის გამორჩევას მთხოვთ, სერხიო ბუსკეტსს დავასახელებდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ძალიან ძლიერები არიან კანტე...
თუ ახლა არა, ყატარში
საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” 27 წლის ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ფიგაროს” ინტერვიუ მისცა. როგორც ირკვევა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კითხვები ჟურნალისტებმა კი არა, ფრანგმა სპორტსმენებმა დაუსვეს. ჩოგბურთელ ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგალითად აინტერესებდა რა გეგმები აქვს გრიზმანს სამომავლოდ. „მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი სათამაშოდ აშშ-ში წავიდე. ეს გეგმა საბუთი რომ იყოს ახლავე მოვაწერდი...
Kaputt!
ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანია იმარჯვებს – გარი ლინეკერის ათეულწლობით გამყარებული ეს საფეხბურთო აქსიომა დაიმსხვრა. აკი დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში ინგლისელთა ექსვარსკვლავმა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის მანძილზე ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. წინა ვერსია ისტორიას დარჩაო… მსოფლიო მასშტაბის ხმაური მოჰყვა გერმანელების ჯგუფში ჩარჩენას. ასეა, როცა...
ყვითელი ბარათი მატრასს!
ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა. მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას...
და გაზა?
აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი უფეხბურთო დღე დადგება ხოლმე. მთელს ამ პირველი წრის ორომტრიალში, ერთ-ერთი ყველაზე დრამტული არგენტინის ნაკრების ჯგუფიდან გაღწევის...
ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა
„ესპანეთის ნაკრების მთავარი პრობლემა ფერნანდო იეროა”, — ამბობს „რეალის”, „ატლეტიკოს” და „ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, 58 წლის გერმანელი ბერნდტ შუსტერი. „იერო მწვრთნელი არ არის. ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სხვადასხვაა. მწვრთნელს ძალიან მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს”, — დასძინა შუსტერმა მასშტაბით მეორე ესპანურ რადიო „ონდა სეროსთან” ინტერვიუში. ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ფერნანდო...
გერმანულ ფეხბურთში განათლების დეფიციტია
გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერტი ფოგტსი თანამემამულეებს მდგომარეობიდან გამოსვლის არატრადიციულ ხერხს სთავაზობს. „რაინიშე პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფოგტსმა თქვა: „დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. აჯობებს ექსპერტების აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საფეხბურთო კავშირის ოფისში იურგენ კლოპი, დავიდ ვაგნერი, გერონტ რორი და სხვები, რათა მათ იმსჯელონ და თავიანთი აზრი გამოთქვან?” ფოგტსი, რომელმაც ბუნდესნაკრები 1996...
ყვითლით დამარცხებული
სენეგალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც შეჯიბრებას ფეარ-ფლეის კრიტერიუმით, მეტი ყვითელი ბარათის გამო გამოეთიშა. დამარცხების სიმწარის მიუხედავად, აფრიკული გუნდის თავკაცი ალიუ სისე თავისი გუნდით ამაყობს და ამბობს, რომ ის ვერ ეტყოდა თავის ფეხბურთელებს სხვანაირად ეთამაშათ — რამენაირად ისე მოეხერხებინათ, რომ მსაჯებს მათთვის ნაკლები ყვითელი ეჩვენებინათ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოლუმბიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ...








