წელი: 2017

Home 2017
მეც გამაუპატიურესო
ჩანაწერი

მეც გამაუპატიურესო

ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მაკკაილა მეროუნი მოძრაობა Me Too–ს („მეც“) აჰყვა და „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ აშშ–ის ნაკრების ექიმი ლარი ნასარი წლების განმავლობაში „აცდენდა“.  21 წლის მეროუნი წერს, რომ ნასარი პირველად 13 წლისას მიუცუცქდა. „დოქტორ ნასარმა მითხრა, რომ მკურნალობის აუცილებელ სეანსს ჩამიტარებდა. ეს მეთოდი 30 წლის განმავლობაში მრავალ სპორტსმენზე მაქვს გამოცდილიო, დამამშვიდა. ეს მოხდა ტეხასში,...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა
ჩანაწერი

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა

კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია....

კონტემ მოურინიუს შეუღრინა
ჩანაწერი

კონტემ მოურინიუს შეუღრინა

„რომასთან“ დრამატული 3:3-ის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, „ჩელსის“ გაწბილებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჯავრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცზე ჟოზე მოურინიუზე იყარა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელები „რომას“ 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანეს. ცნობილია, რომ მოურინიუს ხალხის გაღიზიანება და გადამტერება სჩვევია. ამჯერადაც, კონტეს გაბრაზება საპასუხო რეაქცია გახლდათ. მოურინიუმ ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი მწვრთნელი ფეხბურთელთა ტრავმების გამო დაუსრულებლად...

ლურჯი წამალი მესის გეტრებში
ჩანაწერი

ლურჯი წამალი მესის გეტრებში

იმაში, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შინ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ მოუგო (3:1) უცნაური არაფერია. უცნაური სანახავი ის გახლდათ, რომ პირველი ტაიმის შუაწელს „ბლაუგრანას“ ლიდერმა ლეო მესიმ გეტრიდან ლურჯი აბი ამოიღო და გადაყლაპა. მოგვიანებით კატალონიის რადიომ განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გლუკოზა, რომელსაც არგენტინელი სვამს, რადგან დროგამოშვებით, მატჩამდე და მატჩის შემდეგ, გულისრევის გრძნობა ეძალება ხოლმე....

ვექტორები
ჩანაწერი

ვექტორები

ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ  არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და  ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები,  ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ....

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე. რა გაინტერესებს? მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე. რატომ მოგინდა მწვრთნელობა? ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს. მწვრთნელობა ძნელია. ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის? გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ. განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა. მე...

გვარდიოლა და სეპარატისტები
ჩანაწერი

გვარდიოლა და სეპარატისტები

“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა. “ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე...

საქართველო – ილიასი
ჩანაწერი

საქართველო – ილიასი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის...

იტალიამ შვედებს სან-სირო გაუმზადა
ჩანაწერი

იტალიამ შვედებს სან-სირო გაუმზადა

ციურიხში დღეს ჩატარებულმა წილისყრამ ფეხბურთის გურმანებს მოლოდინი ერთობ გაუმძაფრა – რომელი გაემგზავრება მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელი დარჩება რუსული მუნდიალის მიღმა? ერთი შეხედვით, წყვილები თანაბარია, თუმცა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ იტალიელთა და შვედთა ორრაუნდიანი დაპირისპირება, ვფიქრობთ, მაინც გამოსარჩევია. იქამდე კი ვიდრე გუნდები მოედანზე გაარკვევენ ურთიერთობას, ჩვენ მათი წინა მატჩების დავთვალეთ და აი, რა გამოგვივიდა…...

პლეი ოფი იერომ გაარკვია
ჩანაწერი

პლეი ოფი იერომ გაარკვია

ციურიხში, ფიფას შტაბბინაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფების წილისყრა გაიმართა.ევროპულ ზონაში წილისყრის შედეგად გუნდები ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ხელით ასე დაწყვილდნენ: ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია ხორვატია – საბერძნეთი დანია – ირლანდია შვედეთი – იტალია პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, საპასუხოები კი  12-14 ნოემბერს. ამასთანავე, ზემოხსენენებულ რიცხვებში კიდევ ორი საპლეიოფო მატჩია: პერუ –...