ბრაზილიელი ნეიმარის და ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ – პენალტის დასარტყმელად ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც 2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს,...
წელი: 2017
მესის შვილმა კატალონიას უმღერა
ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO
სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?
პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.
ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა
უეფამ წინა ევროტურნირების ფინანსური შედეგები შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგა ( 2016-17 )„რეალმა“ მოიგო და უეფასგან 81 მილიონი ევროც მიითვალა, მაგრამ, 700 ათასით მეტი აუღია „ლესტერს“, რომელიც მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. „ლესტერს“ მეტობა სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებში მოუგროვდა და ამით გადაასწრო „რეალს“. ფინალში წაგების მიუხედავად, 110 მილიონ 400 ათასი ევროთი პირველ ადგილზეა „იუვენტუსი“....
დღეს ბარსელონაში ეფეხბურთებათ?
კატალონიის რეფერენდუმით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო დღეს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორის შეიძლება ვერც კი ჩატარდეს. წესით, თამაში ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე (საქართველოს დროით 22:45) უნდა დაიწყოს, მაგრამ რა მოხდება ამას “ბლაუგრანას” კლუბის წევრთა ასამბლეის სხდომა გადაწყვეტს. საქმე ის არის, რომ დღეს მადრიდში, ესპანეთის ცენტრალურმა ხელსუფლებამ კატალონიის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება...
მაიმუნობას აქვს ადგილი
16 ნოემბერს უეფას სადისციპლინო კომისია აჩვენებს “რომას” გულშემატკივრებს, ვინ არის მაიმუნი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მატჩს, რომელიც ოთხშაბათს ლონდოში გაიმართა — “ჩელსიმ” და “რომამ” 3:3 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიდა, მაგრამ იყო ულამაზო ეპიზოდიც: 77-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში დავიდე ძაპაკოსტას ნაცვლად 24 წლის ანტონიო რუდიგერი შევიდა, რომელიც “ჩელსიმდე” სწორედ “რომას” ფეხბურთელი იყო....
ჩაარტყი მაგას ბავშვი!
ინგლისში ძველი ჭკუისა და ჯიშის ფანებს ეტყობა ვერაფერი გადააგვარებს. ევროპის თასზე, “ევერტონისა” და ლიონის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მთავარი ამბავი 66-ე წუთზე მოხდა: მასპინძელი ეშლი უილიამსი მაღალი ბურთისთვის გამეტებით ახტა და ფრანგული გუნდის მეკარე ანტონი ლოპესს დაეჯახა — კუთხურის ხაზს იქით გადააგდო, რასაც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მაგრამ, ეს არაფერი. ასეთი რამ ხშირად გვინახავს....
ჩვენც მოგვახვედრე კადრში, სიმონ!
9 ოქტომბრიდან პლანეტის უძლიერეს მეჩოგნედ შერაცხული დიაცი, რუმინელი სიმონა ჰალეპი მომენტს იჭერს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ სელფს აწვალებს და კადრში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქომაგის ჩაკვეხებას ცდილობს.
შობა უბურთოდ!
ტურიდან, რომელიც კალენდრის მიხედვით 23 დეკემბერს უწევს, მეორე დღისთვის ერთი თამაშიც არ გადააქვთ. არადა, ტელევიზიისთვის რა მსუყე ლუკმა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ სტუმრობას ლონდონში, „არსენალთან“, ოცდაოთხში არ გადასვამდნენ, მაგრამ, დაუჯერებელი რამ მოხდა — ეს მატჩი ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს შედგება. ამრიგად, 24 დეკემბერს პრემიერლიგაში სიმშვიდეა. გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად ელოდა კიდეც სიმშვიდეს, მაგრამ...
პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მაიკლ ონილს ედინბურგის სასმართლომ გუშინ 16 თვით აუკრძალა ავტომობილის მართვა და ზედ 1400-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა. 48 წლის მწვრთნელი ბრიტანელმა სამართალდაცავებმა 10 სექტემბერის გამთენიისას შოტლანდიის დედაქალაქის განაპირას დააკავეს და სისხლში დასაშვებ რაოდენობაზე 3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოუჩინეს. გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ონილს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთის დამარცხებისა და გუნდის პლეი ოფში გაყვანის...









