გოლით, გონით და იუმორით ცნობილი გარი ლინეკერი კვალავაც ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ – თქვა ლინეკერმა „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1) მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ...
წელი: 2017
ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥
საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები ბათუმიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათი მიკროავტობუსი, ხაშურთან, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსხვერპლი არ არის. ლავიწის ძვალი გაიტეხა საჩხერელთა მცველმა შოთა კაშიამ, რომელსაც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რამაც კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, კაშია მოედანს დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება. მცირე ტრავმა მიიღო თავდამსახმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ახლახან...
ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა
რაც “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, ასეთი კოშმარული საღამო ნეიმარს ჯერ არ ჰქონია. მარსელში (სადაც პარიზელებმა 2:2 ითამაშეს) მაყურებლის აგრესია იქამდე მივიდა, რომ როდესაც ბრაზილიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ტრიბუნასთან ახლოს მიდიოდა, მატჩის ორგანიზატორები დაცვას იხმობდნენ. როდესაც ესა თუ ის ვარსკვლავი პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი მის მიმართ ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში მარსელელებმა...
ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და...
ორი წამი და მთავარი
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“. იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ...
სარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო
23 ოქტომბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2017 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. ორშაბათის გალა-დაჯილდოება „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესოებს ქომაგები,...
ეს წელი შავი იქნება
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ...
რატომ ამღერდნენ ბარსელონაში მეჩვიდმეტე წუთსა და მეოთოთხმეტე წამზე?
სანამ გეტყოდეთ, რატომ ამღერდა “კამპ ნოუზე” შეკრებილი 74 379 გულშემატკივარი ზუსტად შეხვედრის მე-17 წუთსა და მე-14 წამზე, მოგახსენებთ, რომ მთლიანად ესპანეთსა და კერძოდ კატალონიაში პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “მალაგას” შეხვედრა მშვიდობიანად ჩატარდა. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო — ლუკას დინიემ ჟერარდ დეულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა. სამაგიეროდ,...
ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია
დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა. ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ...
პოლიტიკოსები მძვინვარებენ, ბარსელონა და მალაგა კი ითამაშებენ!
დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ კლუბის წევრთა ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მადრიდიან ცნობა მოვიდა — ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლზე დაყრდნობით ავტონომიის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუჩერა და კატალონია პირდაპირ ცენტრს დაუმორჩილა. ამასთან, რახოიმ განაცხადა, რომ რეგიონში, ექვსი თვის ვადაში ახალი არჩევნები გაიმართება. პოლიტიკას მეტად ნუღარ ჩავუღრმავდებით, მითუფრო, რომ თავად ბარტომეუმ ამ ინფორმაციის პასუხად...









