ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ...
წელი: 2017
ლატვია სამქულიანი იყო…
გიორგი ნემსაძის 17-წლამდე ნაკრებმა კარგად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. ლატვიელებს 1:0 მოუგეს და სადაც სამართალია, ეს ერთი კინკილა გოლი არ უნდა ეკმარათ. გვარიანად უხეში თამაში გამოდგა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, ყვითელ-წითლები ფრიალებდა და მსაჯმა ჩვენი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა კიდეც ორგზის გაფრთხილებისთვის. მეორე ტაიმში ისეთი ეპიზოდიც იყო, კინაღამ გუნდი-გუნდზე რომ წაკინკლავდნენ ბიჭები. ყვითელ-წითლების გარდა,...
შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა?...
რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!
…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო....
მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო
ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი...
როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა
როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე...
ბალოტელი: ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ
თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე „რეალში“ ითამაშებდა თუ „ბარსელონაში“, ბალოტელის პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე:...
რა თქმა უნდა – ის! 🎥
ფიფამ ლონდონში საფეხბურთო ოსკარები ჩამოარიგა. ბრიტანული სისადავით და დახვეწილობით გამართულ გალა დაჯილდოებაზე, მშვენიერი საზეიმო გარემო შექმნეს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სელებრითებმა. პრიზები ცხრა ნომინაციაში გადაეცათ გამარჯვებულებს, ამათ შორის უმთავრესი რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალ–ვაჟ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნომინაციები გახლდათ, რომლის შერჩევაშიც ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ქართული მედიიდან ეს პატივი ტრადიციულად, ,,სარბიელს“...
ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე: ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე...
ნემსაძე მესხზე იწყებს
„მეხეილ მესხზე“ და „დავით პეტრიაშვილზე“ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. 24 ოქტომბრიდან თბილისში ურთიერთობას იტალია, ლატვია, მონტენეგრო და საქართველო გაარკვევენ. ჩვენების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ, ვინც გუნდი 2017 წლის დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი მოიგო. მოგებული თამაშების კვალდაკვალ...









