ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა...
წელი: 2017
ლურჯები: ედენი და იხვი
რა კარგია ფული რომ გაქვს კაცს. “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა დრო იხელთა და პრემიერლიგის მე-10 ტურის ხვალინდელი მატჩის წინ პარიზის დისნეილენდში დაისვენა. არაფერი შეგვშლია, ინგლისის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დისნეილენდში გაევლო — პარიზის დისნეილენდი დაარსებიდან 25 წლისთავს ზეიმობს და, ალბათ, საგანგებო ატრაქციონები აქვთ. იქ, აზარმა თავისზე დიდ ვარსკვლავთან გადაიღო ფოტო...
ნისლში დანახული ანა ფრანკის სახე
სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ...
ნეიმარი ნუ ბლატაობსო
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი კრისტოფ დუგარი ბრაზილიელ ნეიმარზე ცუდი აზრისაა. როდესაც 45 წლის ყოფილ ბარსელონელს 25 წლის ყოფილი ბარსელონელის შესახებ ჰკითხეს, მან გაღიზიანება ვერ დამალა. მიზეზი კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც “მარსელმა” და “პარი სენ ჟერმენმა” 2:2 ითამაშეს. ნეიმარმა ამ მატჩში მარსელელთა კარში ერთი გოლი გაიტანა, თამაშის მიწურულს კი მოედნიდან...
აპატიმრებენ… როკი ბალბოას
ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა, სწორედ გიულენს მიიჩნევს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად. როკი ბალბოას ბანერზე ეწერა: წამოდექით, ისინი...
ტაისონის წაქცევის ერთი გზა
შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე, ნახევარი წლის წინ გამოუშვეს ინდიანას ციხიდან. ბეჭზედ მაო ძე დუნი ახატია, თათრულ წესზე აბდულ-აზიზი ჰქვია...
ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის
ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა...
ძნელი საქმეა ინგლისელობა
ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც...
ვახ, ეს პაპარაცები!
როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე “რეალის” კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში არ გავარდა, გულის სწორ პილარ რუბიოსთან ერთად ერთი დღით ინგლისის დედაქალაქში დარჩა და რესტორანში ისადილა —...
რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან
პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს. წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს. ვინ არის ეს კაცი...









