წელი: 2017

Home 2017
მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩანაწერი

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია;  ბურთის...

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥
ჩანაწერი

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა...

3.ალბერტო ასკარი
ჩანაწერი

3.ალბერტო ასკარი

დაიბადა 1918 წლის 13 ივლისს მილანში ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-55 წლებში 1952 და 1953 წლების მსოფლიოს ჩემპიონი 1951 წლის ვიცე-ჩემპიონი 1950 – მეხუთე ადგილი 1954 – ოთხი რბოლა, 0 ქულა 1955 – ორი რბოლა, 0 ქულა 31 რბოლა, 13 მოგება, 17 პოდიუმი, 14 პოული, 13 უსწრაფესი წრე, 5 დიდი სლემი, 140, 64 ქულა გუნდები: „ფერარი“...

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა
ჩანაწერი

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა “თეთრებს”. ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები იყვნენ ჩეზარე და პაოლო მალდინები (“მილანი”) და კარლეს და სერხიო ბუსკეტსები (“ბარსელონა”). მანოლო სანჩისი-უფროსი 1938 წელს...

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი
ჩანაწერი

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი

მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს  გამოკითხულთა მხოლოდ 19.25 პროცენტმა მიიჩნია საუკეთესოდ, მაშინ როცა შარშანდელ გამოკითხვაში, რომელშიც ასევე რონალდუმ გაიმარჯვა, „მესისტები“ 26 პროცენტს შეადგენდნენ....

ბეზინგენელი მემკვიდრე
ჩანაწერი

ბეზინგენელი მემკვიდრე

იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის ძირითადი მოთამაშე. ნათელია, რომ კიმიხი დიდ პროგრესს განიცდის. თავის ყოფილ კლუბთან, „ლაიფციგთან“ (25 ოქტომბერს თასის, 28-ში...

მოგზაურობა არსაით
ჩანაწერი

მოგზაურობა არსაით

სათაურს ესპანურ გაზეთ “მარკას” დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის “რეალზე”, რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. “რეალი” მესამეზეა, “ჟირონა” მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაუნიშნა. ცხადია, როგორც ავტონომიას. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. დანარჩენი მორევაზეა,...

ლხინი აქა … 🎥
ჩანაწერი

ლხინი აქა … 🎥

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენებმა ჯერ ლატვიას მოუგეს 1:0, დღეს კი მონტენეგრო დაჩაგრეს და 2:0 სძლიეს. ჰოდა, დარჩენილი მატჩი იტალიასთან, 30 ოქტომბერს რომ იქნება, სალაღობოა და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედს გაარკვევს. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაზე საინტერესო თამაში სწორედ პატარა „სკუადრასთან“ იქნება, რადგან ქართველების რეალური ძალა გამოჩნდება. მოგებაცაა და მოგებაც, ქართველებმა წინ...

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩანაწერი

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?

ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას.   *** ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია. *** სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში...

მიშელ პლატინი: ჩემი ევროპა საქართველოა!
ჩანაწერი

მიშელ პლატინი: ჩემი ევროპა საქართველოა!

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დრამატულ საღამოს, მფრინავი ბოთლებისა და ქვების წვიმაში, რომელმაც ხალხს ნამდვილი წვიმა მიავიწყა, გატეხილი გულებისა და დამსხვრეული ოცნებების სტადიონის ტრიბუნაზე იჯდა მიშელ პლატინი და უყურებდა ფეხბურთს, რომელიც არც ფეხბურთი იყო და არც საზოგადოდ სპორტი. მიშელ პლატინი თბილისში ჩამოვიდა როგორც მერაბ ჟორდანიას მეგობარი, უეფას აღმასკომის წევრი და მომავალში პრეზიდენტობის მოსურნე კაცი,...