წელი: 2017

Home 2017
კონტემ მილანს გახედა
ჩანაწერი

კონტემ მილანს გახედა

ვინჩენცო მონტელას წყალი შეუდგა – წაგება „სამპდორიასთან“, წაგება „რომასთან“ და განსაკუთრებით, დერბიში „ინტერთან“ – იტალიის სერია A-ში ზედიზედ განცდილმა რამდენიმე მარცხმა მნიშვნელოვნად შეარყია „მილანის“ მწვრთნელის სკამზე ვინჩენცო მონტელას პოზიციები და ფასონე-მირაბელის (კლუბის ახალი დირექტორები) პროექტიც – დავუბრუნოთ „მილანს“ ძველი დიდება – თითქოს პროექტადვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო ფასონეც და მასიმილიანო მირაბელიც ჯიუტად აცხადებენ, რომ...

ქალის სურნელი
ჩანაწერი

ქალის სურნელი

ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ...

ფუტბოლი ჯინსებში
ჩანაწერი

ფუტბოლი ჯინსებში

ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“  (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ...

კაკა: კარგად!
ჩანაწერი

კაკა: კარგად!

18 წლისა იყო, როცა დაბალწყლიან აუზში თავით გადავარდა და სასწაულად გადაურჩა კონტუზიას. ბიჭის სპორტულ კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გამოძვრა. იქიდან მოყოლებული, გოლის გატანას მუდამ ღმერთს უძღვნიდა. ეს რიკარდო იზეკსონ დუშ სანტუს ლეიტე გახლავთ, მოკლედ – კაკა. კაკაც მიდის, გვემშვიდობება. ბოლოს რასაც თამაშობდა ამერიკულ „ორლანდო სიტიში“, ეს უფრო გართობა იყო. აკი განაცხადა კიდეც, ყველა თამაშის მერე...

არჩი და სხვა ამბები
ჩანაწერი

არჩი და სხვა ამბები

სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის  ფინალურ ეტაპზე ვერ  გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე  ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც,...

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს
ჩანაწერი

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3),  ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან...

ასე ლიდერობენ ბარსელონები
ჩანაწერი

ასე ლიდერობენ ბარსელონები

ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური...

მამაცი გული
ჩანაწერი

მამაცი გული

ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის...

ნონას ოქრო და რუსების გლობუსი
ჩანაწერი

ნონას ოქრო და რუსების გლობუსი

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია. თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება...

ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჩანაწერი

ჭადრაკი და ძმანი მისნი

ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...