წელი: 2017

Home 2017
ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ჩანაწერი

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ!...

ისტორიული გოლი „ვანდაზე“
ჩანაწერი

ისტორიული გოლი „ვანდაზე“

„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად...

იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა
ჩანაწერი

იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა

…როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვსო და შაბათის საღამოს „იუვენტუსის“ 2-წლიანი, ძლევამოსილი, 41-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერიაც შეწყდა – „ბებერი ქალბატონი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს მე-8 ტურში რომის „ლაციომ“ შეაჩერა. „იუვე“, ტურინში, ბოლოს 2015 წლის აგვისტოს მიწურულს დამარცხდა „უდინეზესთან“. მას შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირზე საშინაო მატჩი არ წაეგო. არადა, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ „ლაციოსთან“ მასიმილიანო ალეგრის...

მოლაპარაკე ფაქტები
ჩანაწერი

მოლაპარაკე ფაქტები

„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან…“ – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა....

დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
ჩანაწერი

დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!

მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და...

საქსესუალური ისტორია ისააკისა
ჩანაწერი

საქსესუალური ისტორია ისააკისა

„უოტფორდის“ მწვრთნელი მარკო სილვა ისააკ საქსესს აფრთხილებს – ნურც თავს შეირცხვენს და ნურც კლუბის შეარცხვენს. 21 წლის ნიგერიელი ისააკ საქსესი „უოტფორდის“ ფორვარდია, რომელიც ამჟამად ფეხმტკივანია და ამ სეზონში პრემიერლიგაში წუთიც არ უთამაშია. ბარსელონაში, ჰოსპიტალში წევს და კიდევ ორი თვე უქმობა მოუწევს. ამბავი, რომლის გამოც საქსესმა მწვრთნელისგან საყვედური მიიღო, ერთი თვის წინ მოხდა და ყოვლისმჩხრეკავმა ბრიტანულმა...

ქართველების წასაკითხი კაცების საგა
ჩანაწერი

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას. საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ. განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ...

კახა კალაძის იეროგლიფი: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად
ჩანაწერი

კახა კალაძის იეროგლიფი: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად

კახა კალაძე მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეს გასაკვირი სულაც არ არის – კახა რჩება საქართველოს რჩეულ მოთამაშედ და კვლავაც ერთადერთ ქართველად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიადეს კლუბში თამაშობს. კალაძის მილანურ კარიერაში აღმასვლაც ყოფილა და დაღმასვლაც. ყოფილა სათადარიგოთა სკამიც და ჩემპიონთა ლიგის თასიც. შარშან ამ დროს ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა მითხრა: კახა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სანამ...

თანდართულები…
ჩანაწერი

თანდართულები…

„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული… სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი… ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი… ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო – ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა – ის იყო. ვარკეთილიდან...

აფრიკაში ვამთავრებთ…
ჩანაწერი

აფრიკაში ვამთავრებთ…

აფრიკის გარდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ყველა კონფედერაციაში დამთავრდა. გაირკვა რუსეთში წამსვლელი ბევრი გუნდის ვინაობა, თუმცა დარჩა პლეი ოფი, რომლის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა. მაშ, ასე: ევროპა A ჯგუფი           1.საფრანგეთი              10           7              2              1              18:6        23 2.შვედეთი        10           6              1              3              26:9        19 3.ჰოლანდია    10           6              1              3             ...