წელი: 2017

Home 2017
მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე
ჩანაწერი

მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა! საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია...

გაისად ვაისი?
ჩანაწერი

გაისად ვაისი?

დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე...

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
ჩანაწერი

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა...

ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია
ჩანაწერი

ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია

გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და...

ფარერებზე საქართველოს 21-წლამდელები კუთხეში მიაყენეს
ჩანაწერი

ფარერებზე საქართველოს 21-წლამდელები კუთხეში მიაყენეს

იმ შედეგს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ  ფარერების კუნძულებზე დაფიქსირდა სამარცხვინოც აღარ ჰქვია – საქართველოს 21-წლადელებმა ადგილობრივი თანატოლებიგან სამი გოლი მიიღეს. ერთიც, მასპინძლებმა, თავიანთ კარში გაიტანეს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 3:1 დაამარცხეს. ხაზგასმით ვთქვათ – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფარერებთან 3:1 წააგო. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ერთი თვის წინ გორში, პოლონელ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა, რამდენიმე დღის...

ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩანაწერი

ცოტა რამ ჭადრაკზეც…

ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა...

ქართული ჩაი სერბეთშიც დააფასეს….
ჩანაწერი

ქართული ჩაი სერბეთშიც დააფასეს….

ცხადია, დღევანდელი სერბული პრესის მთავარი თემა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ქვეყნის ნაკრების რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო. შეგახსენებთ, სერბებმა 9 ოქტომბერს ალექსანდრ პრიოვიჩის ერთად-ერთი გოლით საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრა  უგოლო დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ივარგა ჯერ ბრონისლავ ივანოვიჩმა და შემდეგ ხსენებულმა პრიოვიჩმა.  ერთის პასით მეორემ სერბეთს მსოფლიო ჩემპიონტის საგზური დაუბევა. გაზეთ „კურიერის“ პირველი...

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ჩანაწერი

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს

ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა,...

ახდება შავი სიზმარი?
ჩანაწერი

ახდება შავი სიზმარი?

მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და...

20 წლის შემდეგ   (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)

საქველმოქმედო მატჩი  მახსენდება,  თბილისში რომ ვითამაშეთ. ახლა კი მაგონდება ტკბილად, მაგრამ მაშინ კარიერა წავიხდინე. ანჯელო დი ლივიო და ფრანჩესკო ტოტი შემხვდნენ  რომის აეროპორტში, თბილისში მივდივართ, წამოდიო. არა მეთქი, მაგრამ დი ლივიომ ისეთი „პადკატი“ გამიკეთა,  უარი ვეღარ ვუთხარი. ტოტიმაც კვერი დაუკრა, წავიდეთ, ხინკალს ხელით ჭამენ და ჩანგალზე წამოსვლად არ ჩაგეთვლებაო. ჩავედით თუ არა, სასტუმროს რესტორანში ნიჭიერად...