ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ...
წელი: 2017
მეზობელო კარისაო… საქართველო ჯუჯების უბანში
მე ვერ მოგახსენებთ, გახდნენ თუ არა სერბთა ზეობის მოწმე, ბელგრადელი იეღოვას მოწმეები, რომელთა შტაბ-ბინაც ბელგრადის სტადიონიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს, გეტყვით მხოლოდ იმას, რისი მოწმეც თავად გავხდი: ჯერ ერთი სერბებმა რომ ასეთი წარმატება უჩვეულოდ მშვიდად აღნიშნეს და მერე მთავარი, საქართველოს ნაკრებმა რომ მორიგი უგულო და უგოლო მატჩი ჩაატარა, დამარცხდა და სამარცხვინოდ და მოუგებლად დაასრულა შესარჩევი ციკლი…...
მეორე თაობის ვარსკვლავი
1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკოსის, კონსტანტინე ესენინის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელშიც მხატვრულად იყო ასახული თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ბრძოლა საკავშირო პირველობისთვის. ამ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ბოლოს და ბოლოს თბილისის „დინამოს“ მესამე თაობას ხვდა წილად. თაობებად დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია — ასე არასდროს ხდება, რომ ერთი...
ყველა, როგორც ერთი!
ბელგრადში მართლაც დიდი ზეიმის მოლოდინია. უცხო თვალისთვის ეს შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ აქაურებში ისეთი განწყობაა, თითქოს უკვე რუსეთში იყვნენ. მართალია, პესიმისტები ამათშიც გამოერევიან, მაგალითად ჩემი მეგობარი და ყვინთვაში მეწყვილე უროშ აჩიმოვიჩი, რომელსაც სერბეთის გამარჯვებისა არ სჯერა და ამბობს, საქართველო, ალბათ, დაგეგმილ ზეიმს ჩაგვიმწარებსო, მაგრამ თითქმის მთელი სერბეთი საქართველოსთან გამარჯვებას ელის და სტადიონისკენ არის დარაზმული. 51...
ქართული კერძი სერბულ ზეიმზე
ბელგრადი ცხოვრების მატჩისთვის ემზადება საქართველოს ნაკრები სერბეთთან, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლოს შესარჩევი თამაშისთვის ბელგრადს ეწვია. მატჩი ხვალ „რაიკო მიტიჩზე“ (იგივე „მარაკანაზე“), ჩვენი დროით 22.45 საათზე დაიწყება. მასპინძლებისთვის შეხვედრას მნიშვნელოვანიც არ ეთქმის, საქართველოსთან მოგება სერბეთს პირდაპირ უნაღდებს რუსეთის საგზურს და ახლა თავად განსაჯეთ, როგორი მოტივაციით ითამაშებენ ისინი ჩვენების წინააღმდეგ. „საქართველოს ნაკრებთან ჩვენ შეგვიძლია და უნდა...
ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები...
ყვანჯბურთობა ყინულზე
ბურთი არის ბევრნაირი – მრგვალი, ოვალური, დიდი, პატარა, ფეხით, ხელით, თავით, ტანითაც კი და მინდორ-დარბაზ, ქვიშა-ბეტონ, წყალ-ყინულზე, კეტით… ყვანჯით სათამაშო. ყვანჯით, ანუ ჯოხით ბურთით თამაშზე ისტორიულ წყაროებში ამოვიკითხავთ, რომ ყვანჯითა და ბურთით შეჯიბრებები ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და აცტეკებსაც გაუმართავთ. ხოლო იქ, სადაც ყინვა ბატონობდა – რუსეთში, ისლანდიაში, სკანდინავიასა და ბრიტანეთში – ყინულის მოედანზე უტრიალებიათ...
ვიღაცა ურევს !
„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება მიეცა. როცა ვაისმა ორი შეცვლა გააკეთა, მატჩის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დრო გადიოდა, მერე კი...
ალექს, დედა, გამოდი კარიდან !
შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო. ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი....
ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა
მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა – და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! – გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში ჩავარდნილი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ გაჭირვების ტალკვესად ივნისამდე ისევ მხცოვან იუპ ჰაინკესს უხმოო. ეს სიახლე ისე ხმაურიანად გასკდა,...









