ჭდე: ლიგა 1

Home ლიგა 1
დიდებული ჰაკიმი
ჩანაწერი

დიდებული ჰაკიმი

დიდი ალბათობით აშრაფ ჰაკიმი მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. მაროკოელმა ეს „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლე ავრის“ შეხვედრაში (5:1) კიდევ ერთხელ გამოაჩინა. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნორმანდიული გუნდის წინააღმდეგ როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები მეტწილად დაასვენა. ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვინც მოედანზე იყო ჰაკიმი გახლდათ. ანგარიში მე-18 წუთზე მასპინძელმა ჯოშ მაიამ გახსნა, შემდეგ კი ჰაკიმიმ მხსნელის ინსტინქტი...

პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
ჩანაწერი

პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ

ოლივიე ლეტანგი იოლად გამოვიდა – საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ლილის“ პრეზიდენტი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: მან „ლილისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ შეხვედრის (2:2) მსაჯ ერიკ ვატელიეზე ცუდად ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ „ლილი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ პარიზელებმა ორი გოლით უპასუხეს. ლეტანგი მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებზე გაბრაზდა. ვატელიემ თავის პატაკში აღნიშნა, რომ „ლილის“ პრეზიდენტი...

რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
ჩანაწერი

რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა

 „რენი“ უკან არ იხევს. მან ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაცხადა, რომ იჩივლებს, რათა პასუხისმგებელმა ხალხმა ლიგა 1-ის გადაწყვეტილებას გადახედონ და მათი მეორე წრის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენთან“ პარიზის ნაცვლად ისევ რენში ჩატარდეს. შეგახსენებთ რა მოხდა: ხსენებულ ორ გუნდს შორის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „პარკ დე პრენსის“ ნაცვლად „როაზონ პარკზე“ გაიმართა. მიზეზი ის იყო, რომ ზაფხულის...

ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ

„ბრესტთან“ სტუმრად 1:0 გამარჯვების შემდეგ „პსჟ TV”-ს კამერების წინაშე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ერთადერთი გოლის ავტორმა ფერან ტორესმა და მატჩის გმირმა, მეკარე მატვეი საფონოვმა ილაპარაკეს. ლუის ენრიკე: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, რადგან ბრესტში ყოველთვის ასეა. სასიამოვნო იყო, რომ დღეს ძალიან კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ. გამიხარდებოდა მთელი შეხვედრა...

maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
ჩანაწერი

maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის

„პარი შენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ში სეზონის პირველი თამაში მოიგო. ეს მოხდა ბრესტში, სადაც შეხვედრა მასპინძელთა გარდაცვლილი მწვრთნელისთვის ერიკ როასთვის პატივის მიგებით დაიწყო, ერთადერთი გოლი კი კვლავ ფერან ტორესმა გაიტანა. ოთხი ტურის შემდეგ პსჟ მე-7 ადგილზეა, სწორედ „ბრესტს“ დაეწია. ეს ორი გუნდი 5 ქულით ჩამორჩება ლიდერთა ტრიოს – „ლილს“, „მონაკოსა“ და „რენს“. პარიზელთა გუნდში შეხვედრის აშკარა...

ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
ჩანაწერი

ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ

„ბრესტთან“ შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს პრეს-კონფერენცია სხვანაირად ვერ დაიწყებოდა: დღეს მასპინძელი გუნდი ახალგარდაცვლილი 58 წლის მწვრთნელის ერიკ როას ხსოვნისთვის პატივის მიგებას გეგმავს. – ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ფანტასტიკური მწვრთნელი იყო. ბოლო წლებში მან გვაჩვენა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ხვალ ის ჩვენთან აღარ იქნება, მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული დღე. იმედი მაქვს, რომ მის...

განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
ჩანაწერი

განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე

„პარი სენ ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შეხვედრა რომ დამთავრდა ტელეეკრანებზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოისახა, რომელსაც ეწერა: MVP. მიუხედავად ამისა პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი მოწყენილი სახით მიემართებოდა კარსუკანა ტრიბუნისკენ გულშემატკივრისთვის ტაშის დასაკრავად. მიზეზი: პსჟ-მ წააგო 1:2. სწორად წერს ფრანგული საიტი maxifoot, მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში უპირატესობას სრულად ფლობდა პსჟ, მეორეში კი ლუის ენრიკეს გუნდმა ის...

ზედიზედ მეორე 2:2
ჩანაწერი

ზედიზედ მეორე 2:2

„პარი სენ ჟერმენს“ კვლავ ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორება მოუხდა. ზედიზედ მეორედ. და ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ოღონდ რენისგან განსხვავებით ამჯერად მეორე. ეს ლილში, „პიერ მოროს“ სტადიონზე მოხდა. 21-ე წუთზე ლუის ენრიკეს გუნდს ჰაკონ ჰარალდსონმა გაუტანა გოლი. პარიზელებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, რითაც მასპინძლებმა კიდევ ისარგებლეს და 84-ე წუთზე დილან ბაკვამ მეორე, ძალიან ლამაზი გოლი...

ლივერპულში ჩარჩენილები
ჩანაწერი

ლივერპულში ჩარჩენილები

„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
ჩანაწერი

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა....