30-ე ტურის წინ ლიგა 1-ის მეორე და მეექვსეადგილოსანი გუნდების „მონაკოსა’’ და „სტრასბურგის’’ შეხვედრა ლუი II-ზე 0:0 დასრულდა (VAR-მა ორივე გუნდს თითო გოლი გაუუქმა), რაც იმას ნიშნავს, რომ გაიმარჯვა… „მარსელმა’’. შაბათის გვიან შეხვედრაში მან „მონპელიეს’’ 5:1 მოუგო და ახლა მონაკოელებს ერთი ქულით უსწრებს ანუ თავად არის მეორე პოზიციაზე. მოგეხსენებათ, საფრანგეთში ბრძოლა „პარი სენ ჟერმენის’’ შემდეგ მეორე...
