ჭდე: მინო რაიოლა

Home მინო რაიოლა
მენატრები !
ჩანაწერი

მენატრები !

„ბარსელონას“, „მილანის“, პსჟ-ის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას გარდაცვალებაზე ისაუბრა. „როდესაც ჩემი აგენტი რაიოლა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო ცრემლებამდე ვტიროდი და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ხანდახან მოგონებები მეძალება. ძალიან მენატრება. ვინც გვიცნობს იცის, რამდენად ახლოს ვიყავით. რას მივწერდი ახლა? „მენატრები”. საფეხბურთო აგენტი...

გარანტი ზლატანი: მინოს ვუძღვნი!
ჩანაწერი

გარანტი ზლატანი: მინოს ვუძღვნი!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი… „არ ვიცი, ძალიან გამიჭირდა ბოლო თვეებში. კიდევ ვითამაშებ თუ არა, მოგვიანებით ვიტყვი“. იბრა „მილანში“ იტალიის ჩემპიონი გახდა კიდევ ერთხელ და ეს ტიტული მინო რაიოლას ხსოვნას მიუძღვნა. ცნობილი საფეხბურთო აგენტი ერთი თვის წინ გარდაიცვალა. „მინომ მითხრა, რომ მხოლოდ მე შემეძლო „მილანისთვის“ ჩემპიონობის მოტანა“. და ისე, მერამდენედ გახდა...

გარდაიცვალა მინო რაიოლა
ჩანაწერი

გარდაიცვალა მინო რაიოლა

ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ  ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ...

80 მილიონი. მიდი და ებრძოლე ბაიერნს…
ჩანაწერი

80 მილიონი. მიდი და ებრძოლე ბაიერნს…

ფოტოზე დირექტორები არიან: „დორტმუნდის“ ჰანს-იოაჰიმ ვატცკე და „ბაიერნის“ კარლ-ჰაინც რუმენიგე. ზედიზედ მერამდენე წელია, რაც მიუნხენური გრანდი გერმანიაში ხელშეუხებელია, ხოლო დორტმუნდელები ვითომ მისდევენ, ხან გაუსწრებენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ახერხებენ. ახლაც მორჩა ყველაფერი… „დორტმუნდმა“ მოუკლო და უკვე 9 ქულით ჩამორჩა ლიდერს (არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მომავალ ჩემპიონს). აი, რა თქვა ვატცკემ: „მათი შემხედვარე, მიახლოვება შეუძლებელია....

ლაპორტამ რაიოლასთან ოთხი ფეხბურთელი ახსენა
ჩანაწერი

ლაპორტამ რაიოლასთან ოთხი ფეხბურთელი ახსენა

ამ დღეებში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტალიელ სუპერაგენტ მინო რაიოლას შეხვდა. როგორც კატალონიურმა პრესამ შეიტყო, მათ ოთხი ფეხბურთელი ახსენეს. ესენია: ერლინგ ჰოლანდი, ჩავი სიმონსი, პოლ პოგბა და ნუსაირ მაზრაუი. ბოლო სამს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2022 წელს გაუდის. ჰოლანდს და „დორტმუნდს“ პირობა აქვთ დადებული, რომ თუ ზაფხულში გამოჩნდება მყიდველი, რომელიც 75 მილიონ ევროს გადაიხდის, გერმანული...

წადი, შვილო… გრანდში
ჩანაწერი

წადი, შვილო… გრანდში

ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ნორვეგიელი მალე გუნდს გამოიცვლის. „დორტმუნდი“ საშინელ ფორმაშია, რაც ჰოლანდის კარიერას ძალიან დაღს ასვამს. მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – ეს ის გუნდებია, რომლებიც ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობენ. ამათგან, „იუნაიტედს“ უკვე ჰქონდა ჰოლანდის შეძენის შანსი, როდესაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ „ზალცბურგში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისელებს „დორტმუნდმა“ აჯობა. ახლა კი...

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს
ჩანაწერი

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს

ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო  ფეხბურთში...

მინო რაიოლა – ვარსკვლავთმრიცხველი
ჩანაწერი

მინო რაიოლა – ვარსკვლავთმრიცხველი

ყველაზე გავლენიანი საფეხბურო აგენტი მინო რაიოლა თითქმის ყველა ვარსკვლავური ტრანსფერის უკან, უფრო სწორედ კი წინ დგას — ნიადაგის მოსინჯვიდან დაწყებული და ფეხბურთელის ხელფას-ბონუსებით დასრულებული გზა მან უნდა გაკვალოს და ფაქტობრივად, პირდაპირ სამედიცინო შემოწმებაზე ჩაიყვანოს ფეხბურთელი. ამჯერად მისი სახელი ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გახდა აქტუალური. “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი “რეალს” სურს, მაგრამ ტრანსფერისგან თავს იკავებს მინო რაიოლას...

ზლატანს უარი უთხრეს
ჩანაწერი

ზლატანს უარი უთხრეს

საოცარი კაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გაირკვა, რომ ამ ზაფხულს „მილანის“ დატოვება და თავის ერთ-ერთ ძველ კლუბში „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა სდომებია. ეს ამბავი ფრანგულმა გაზეთმა „ლე პარიზიენმა“ დაწერა. გაზეთის თანახმად იბრას აგენტმა, საქვეყნოდ ცნობილმა მინო რაიოლამ წამოიწყო კიდეც პარიზელებთან მოლაპარაკებები, მაგრამ… პასუხად ზრდილობიანი, ოღონდ ცივი უარი მიიღო. პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს რაიოლასთვის შეუთვლია, რომ მის კლუბს...

პოგბას ხელფასი ცას მიემგზავრება
ჩანაწერი

პოგბას ხელფასი ცას მიემგზავრება

„სანისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რითაც ის პრემიერლიგის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება. 28 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ძველი კონტრაქტის ბოლო წელიწადიღა აქვს დარჩენილი. „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მას ენითაუწერელი ხელფასი, კვირაში 400 000 გირვანქა შესთავაზონ. შეადარეთ ეს თანხა მის ახლანდელ გასამრჯელოს, კვირაში 290 000...