ჭდე: მინო რაიოლა

Home მინო რაიოლა
რაიოლა დორტმუნდს არ ეთანხმება
ჩანაწერი

რაიოლა დორტმუნდს არ ეთანხმება

ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის...

ხარბი მამა და აგენტი
ჩანაწერი

ხარბი მამა და აგენტი

„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...

ჰოლანდი უკვე ბარსელონაშია
ჩანაწერი

ჰოლანდი უკვე ბარსელონაშია

სავარაუდოდ, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგება. ჰოლანდი უკვე ბარსელონაში ჩაფრინდა, მაგრამ არა თავად ერლინგი, მამამისი – ალფ-ინგე ჰოლანდი. მასთან ერთადაა ფეხბურთელის ყოვლისშემძლე აგენტი მინო რაიოლა. ბარსელონას აეროპორტში მათ კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ნდობით აღჭურვილი პირი დახვდათ. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „დორტმუნდი“ 20 წლის ფორვარდში 180 მილიონ ევროს ითხოვს და შესათანხმებელი მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალებიღა დარჩა.

დონარუმას უნდა, რაიოლა არ აცდის…
ჩანაწერი

დონარუმას უნდა, რაიოლა არ აცდის…

„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ისევ მოითხოვს კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, კლუბმა ჯამაგირად სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. მხარეები კვლავაც აგრძელებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. „მილანი“ მზადაა მეკარეს წელიწადში 7 მილიონი და კიდევ ერთი მილიონის ბონუსები შესთავაზოს, მაგრამ ჯანლუიჯი იხტიბარს არ იტეხს. მავანნი კი ამბობენ, ეგ ყველაფერი ჯიჯის აგენტის, ცბიერი მინო რაიოლას ხრიკებია თორემ დონარუმა 8 მილიონზეც...

ჩანაწერი

მანჩესტერი, იუვენტუსი, მანჩესტერი, იუვენტუსი

რამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას აპირებს. ახლა ეს ცნობა უფრო სარწმუნო გახდა. The Times-ის ინფორმაციით, პოგბას ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ერთობ მოწადინებულია ფრანგის დამატებით. თუმცა, კონკურენტებიც ჰყავს მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სახით. პოგბა „იუვენტუსისთვის“ უცხო არ არის –...

ზლატანი მილანზე მუშაობს
ჩანაწერი

ზლატანი მილანზე მუშაობს

მაგარ ფორმაშია „მილანის“ შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 3 ოქტომბერს 39 წლის შეიქმნა. შვედმა თავდასხმელმა იტალიის სერია A-ს ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა და ორივეში დუბლი შეასრულა. აქედან ერთ დერბი „მადონინაში“, როდესაც მილანელებმა თანაქალაქელი „ინტერი“ დაამარცხეს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვიჩს სურვილი აქვს კონტრაქტი...

გველი გაგიზრდიათ…
ჩანაწერი

გველი გაგიზრდიათ…

„პარი სენ-ჟერმენი“ „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებით არის დაინტერესებული. ირკვევა, რომ პარიზელებს 21 წლის მეკარის ხილვა საკუთარ გუნდში 2021 წლიდან სურთ, მაშინ, როდესაც დონარუმასა და „მილანს“ შორის საკონტრაქტო ვალდებულებები ამოიწურება. პსჟ-ს სხვა გათვლაც აქვს – ფრანგებმა შეიტყვეს, რომ დონარუმა და მილანური კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან, რადგან მეკარეს დიდი მოთხოვნები აქვს. დონარუმას წელიწადში 8...

ბალოტელიმ დაამთავროსო
ჩანაწერი

ბალოტელიმ დაამთავროსო

აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელისთვის უკეთესი იქნება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. „წინა სეზონში ბალოტელის კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კარიერა დაასრულოს. მისმა აგენტმა რაიოლამ, პასუხისმგებლობის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეცადოს მარიოს დაეხმაროს. ამის მაგივრად ის ბალოტელის როგორც დიდ ჩემპიონს, ისე წამოადგენს და მერე ყველა გუნდი გაწბილებული რჩება მისით,“...

ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით
ჩანაწერი

ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამსვლელს ჰგავს — არც მას უნდა გუნდში დარჩენა და აღარც კლუბს ეპიტნავება მისი დატოვება. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასად ზაფხულში 180 მილიონ გირვანქა (211,6 მილიონ ევროს) თქვეს, ნაახალწლევს კი ეს თანხა 100 მილიონ გირვანქამდე (117,6 მილიონი ევრო) შეამცირეს. ესე იგი მყიდველების დაფრთხობა აღარ უნდათ....

დე ლიხტი ყველის ნაჭერია, იუვენტუსი კი ჰარვარდი
ჩანაწერი

დე ლიხტი ყველის ნაჭერია, იუვენტუსი კი ჰარვარდი

მატეის დე ლიხტის აგენტმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო საქმოსანმა და, რაა დასამალი, სკანდალურმა პიროვნებამ, მინო რაიოლამ „ბარსელონას” შეუტია. მას კატალონიელთა ბოსტანში კენჭების სროლა სჩვევია ხოლმე. ჰოლანდიური Voetbal International-თვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა, რომ „ბარსელონა” დე ლიხტს სათანადოდ ვერ აფასებდა და ის ფრენკი დე იონგის ხურდა ეგონა. „ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ რაკი ფრენკი დე იონგს ყიდულობდნენ, მატეის...