ჭდე: მინო რაიოლა

Home მინო რაიოლა
რა იოლია რაიოლასთვის
ჩანაწერი

რა იოლია რაიოლასთვის

ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს...

რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?
ჩანაწერი

რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?

ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა. ხელფასი „ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი” ...

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს
ჩანაწერი

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის პროცესშიაო, თქვა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ. ეს „წასვლის პროცესი” კი „რეალის” აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ 2016 წელს „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნების შემდეგ, პოგბა წვალობს და ლაზათიანად ვერ ათამაშებულა. დადის ხმა, რომ „ბებერი ქალბატონი” მსოფლიოს ჩემპიონის კვლავ გადაბირებაზე არ იტყოდა უარს, მაგრამ ვაჭრობაში ტურინელებზე მეტად თურმე...

ჩანაწერი

რაიოლა იტალიამ დასაჯა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერაგენტი მინო რაიოლა სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რაიოლა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო საქმოსანია. მისი კლიენტები არიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი, „მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, „აიაქსის” მცველი მატეის დე ლიხტი, „ლოს ანჯელეს გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბევრი სხვა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტის მსაჯულთა კომისიამ მინო...

რაიოლას შეუთვალესო
ჩანაწერი

რაიოლას შეუთვალესო

„სანი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შეუთვალა, თუ „რეალს” ფრანგის ყიდვა უნდა, კეთილი ინებოს და 130 მილიონი გირვანქა გადაგვიხადოსო. 130 მილიონი გირვანქა ევროებში 150,6 მილიონს უდრის. აქვე დავძენთ, რომ ინგლისური გაზეთი არ ამბობს, თითქოს ეს ცნობა უეჭველია, უბრალოდ წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს და მის შემცვლელს ეძებს....

როგორ მოატყუეს ზლატანი
ჩანაწერი

როგორ მოატყუეს ზლატანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ ჟერმენში” ოთხი წელიწადი გაატარა, 2012-დან 2016-მდე. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზელთა შემადგენლობაში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 156 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკის შემყურე გულშემატკივარი იფიქრებს, რომ იბრას ფრანგულ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგ ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც შვედმა ახლახან გამოსცა (წიგნს ჰქვია „მე ვარ ფეხბურთი”) ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი ამბავი, თუ როგორ...

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე
ჩანაწერი

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე

„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი: „სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”. არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი...

პოგბა ფულს ითხოვს
ჩანაწერი

პოგბა ფულს ითხოვს

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ. სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან...

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
ჩანაწერი

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?

პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...

რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია
ჩანაწერი

რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია

„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია” — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე. რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად „მანჩესტერ სიტის”) სარგებელს არ ანახებს. „პეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი ნულია, ლაჩარი...