„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ისევ მოითხოვს კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, კლუბმა ჯამაგირად სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. მხარეები კვლავაც აგრძელებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
„მილანი“ მზადაა მეკარეს წელიწადში 7 მილიონი და კიდევ ერთი მილიონის ბონუსები შესთავაზოს, მაგრამ ჯანლუიჯი იხტიბარს არ იტეხს. მავანნი კი ამბობენ, ეგ ყველაფერი ჯიჯის აგენტის, ცბიერი მინო რაიოლას ხრიკებია თორემ დონარუმა 8 მილიონზეც დათანხმდებოდა, იმიტომ, რომ გუდიდან წასვლა არ უნდაო.
დონარუმას „მილანთან“ არსებულ კონტრაქტს კი ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
