საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა იმ 36 მორაგბის სია, რომლებიც რუსეთის ნაკრებთან 7 თებერვლის მატჩისთვის მოემზადებიან.
მითითებულ სიაში არ არიან აღიარებული ლიდერები, სამაგიეროდ 10 ახალი სახეა. გარდა ამისა, გაფართოებულ შემადგენლობაშია გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ბოლოს 2019 წლის მარტში სწორედ „დათვების“ წინააღმდეგ ითამაშა.
შერკინება
ზურაბ ჟვანია (40 მატჩი, 55 ქულა), უშანგი ჭეიშვილი (0), ბექა გიგაშვილი (18, 5), გიორგი ნუცუბიძე (0), გიორგი მელიქიძე (22, 10); შალვა მამუკაშვილი (78, 50), ჯაბა ბრეგვაძე (62, 15), გიორგი ჭყოიძე (13, 5); ნოდარ ჭეიშვილი (27, 0), ლაშა ჯაიანი (6, 0), გიორგი ჯავახია (4, 0), დავით გიგაური (6, 5), იოსებ გუშარაშვილი (0); გიორგი თხილაიშვილი (60, 60), ბექა საღინაძე (17, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (0), ირაკლი ცხადაძე (0), მიხეილ გაჩეჩილაძე (12, 10), ნიკა სუხაშვილი (0), თორნიკე ჯალაღონია (4, 0).
ღერძი
ვასილ ლობჟანიძე (56, 40), გელა აფრასიძე (29, 24), მიხეილ ალანია (1, 0); თედო აბჟანდაძე (20, 118), ლუკა მატკავა (0), გიორგი ბაბუნაშვილი (0), ლაშა ხმალაძე (85, 53).
უკანა ხაზი
მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, 71, 60), აკაკი ტაბუცაძე (7, 30), ოთარ ლაშხი (0), დემე თაფლაძე (5, 5), მირიან მოდებაძე (13, 30), თამაზ მჭედლიძე (60, 35), თემურ კოხოძე (0), სოსო მათიაშვილი (30, 152), დავით ნინიაშვილი (2, 0).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
სიახლეები07/06/2026 | 15:51ჭუმბაძე ნახევარფინალშია
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
