ზლატანს უარი უთხრეს

Home კატეგორიის გარეშე ზლატანს უარი უთხრეს
ზლატანს უარი უთხრეს

საოცარი კაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გაირკვა, რომ ამ ზაფხულს „მილანის“ დატოვება და თავის ერთ-ერთ ძველ კლუბში „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა სდომებია. ეს ამბავი ფრანგულმა გაზეთმა „ლე პარიზიენმა“ დაწერა.

გაზეთის თანახმად იბრას აგენტმა, საქვეყნოდ ცნობილმა მინო რაიოლამ წამოიწყო კიდეც პარიზელებთან მოლაპარაკებები, მაგრამ… პასუხად ზრდილობიანი, ოღონდ ცივი უარი მიიღო.

პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს რაიოლასთვის შეუთვლია, რომ მის კლუბს 39 წლის თავდამსხმელის ყიდვას უჯობს ნეიმარის, იულიან დრაქსლერის და კილიან მბაპეს კონტრაქტებზე იმუშაოს; ახალგაზრდა ვარსკვლავები დაიბევოს.

მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომაც განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩის აყვანა მის გეგმებში არ შედის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.