როგორც იაპონური სააგენტოები იუწყებიან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 ადამიანი დავირუსდა იმათგან, ვინც ასე თუ ისე ჩართულია ოლიმპიადაში.
ეს თამაშების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორშაბათს ვირუსი აღმოუჩინეს საბერძნეთის სინქრონული ცურვის გუნდის წევრს. მოგვიანებით დადებითი ტესტი მისმა კიდევ ოთხმა თანაგუნდელმა ჩააბარა.
„კოვიდის გავრცელების წყარო საბერნეთის გუნდშია. 5 სპორტსმენი და მათთან კონტაქტში მყოფნი კოვიდ-სასტუმროში გადავიყვანეთ“, – თქვა ორგკომიტეტის წარმომადგენელმა. ბუნებრივია, ბერძენი სინქრონულად მოცურავენი თამაშებს მიღმა დარჩნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ისინი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
