ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ნორვეგიელი მალე გუნდს გამოიცვლის. „დორტმუნდი“ საშინელ ფორმაშია, რაც ჰოლანდის კარიერას ძალიან დაღს ასვამს.
მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – ეს ის გუნდებია, რომლებიც ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობენ.
ამათგან, „იუნაიტედს“ უკვე ჰქონდა ჰოლანდის შეძენის შანსი, როდესაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ „ზალცბურგში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისელებს „დორტმუნდმა“ აჯობა.
ახლა კი ყველაზე მეტად „რეალი“ აქტიურობს. მადრიდელები ორ ვარსკვლავზე ფიქრობენ ძველი ამბავი – კილიან მბაპე და ჰოლანდი კარგა ხანია ესპანელების თვალთახედვის არეში არიან. შეძლებენ თუ არა ისინი ორივეს დამატებას ან ერთ-ერთის მაინც დაყოლიებას, ჯერ არავინ არ იცის, თუმც ორივეს, თავიანთ კლუბებთან, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, რაც საკმაოდ ზრდის რეალის სატრანსფერო შანსებს.
პარიზული კლუბში მბაპეს გაშვებაზე ბოლო დროს ბევრს არაფერს ამბობენ. „დორტმუნდიც“ ცდილობს ნორვეგიელის შენარჩუნებას და თუ მას დაიყოლიებს,ხელფასსაც მნიშვნელოვნად მოუმატებს… მაგრამ მინო რაიოლა რის მინო რაოლაა… ის მას უფრო დიდ ევროპულ კლუბში გადასვლას ურჩევს, გრანდში… დაინტერესებული კლუბები კი იცოცხლეთ, იმდენი და ისეთი სახელოვანნი არის… „ბაიერნი“, „რეალი“, „მან.სიტი“, „ბარსელონა“…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
