ლა ლიგის ბოლო ტურმა AS-ს 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ანი ერნო გაახსენა, რომელმაც თქვა: „გიყვარდეს ის, რასაც ვერასდროს ნახავ ორჯერ’’. ესპანური გაზეთი წერს, რომ ამიერიდან „ატლეტიკოს’’ გულშემატკივრები მოედანზე ვეღარასდროს ნახავენ ანტუანს, გრიზის, გრიზუს, „პატარა უფლისწულს’’ – ანტუან გრიზმანს, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მხოლოდ ყოფნითაც კი ავსებდა მოედანს. იგივე შეიძლება ითქვას ვილიარეალელ დანიზე, ტვინზე,...
ჭდე: ლა ლიგა
ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11...
სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა
AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ...
რეალის საბავშვო ბაღი და ლამაზი გოლები
„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან...
ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...
ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა....
როგორ გადაუარა რუდიგერმა მოწინააღმდეგეს
„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და...
მიქაუტაძემ ვილიარეალს მოაგებინა
AS: „ქართველმა მერვე გოლი გაიტანა. ყოველთვის, როდესაც ის მეტიუ რაიანის საჯარიმოში შედიოდა, ხიფათს ქმნიდა. ავსტრალიელმა მეკარემ საუცხოოდ მოიგერია მისი დარტყმული მაღალ კუთხეში, ხოლო დელამ კიდევ ერთ ეპიზოდში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რითაც კიდევ ერთი გოლის შეგდების შესაძლებლობა არ მისცა. მოედანზე ის იყო ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი’’. ასეთი გახლდათ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალენსიაში გამართული მე-16 ტურის თამაში „ლევანტესა’’...
ბარსა მორიგ წაგებას მსაჯს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ...
მარკა: ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა
AS: „ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა. ისარგებლა იმით, რომ ბურთი ძელს მოხვდა, ფეხბურთელები კი საჯარიმოში ხელსაყრელად იყვნენ განლაგებულები. ამას მას დავიდ სორიასთვის გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა’’. ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „ხეტაფესთან’’ შეხვედრის 76-ე წუთზე გატანილი გოლის ასეთი აღწერა „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის საუცხოო თამაშს აუბრალოებს, მაგრამ იგივე გამოცემა მატჩის მიმოხილვას ასე იწყებს: „ხეტაფემ’’ ოქროს გამარჯვება მოიპოვა (2:1) რაც იმას...









