მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა....
ჭდე: კილიან მბაპე
ტრავმას ჩაბის აბრალებენ
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი,...
მბაპე: ჩემს წიგნში ფურცლები აღარ იყო
კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ...
რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ
ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა...
მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა....
მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ექიმების მიმართ ნდობა დაკარგა და მოედანს მუხლის ტრავმის სრულად შეხორცებამდე არ დაბრუნდება. თავდამსხმელს დეკემბრიდან მუხლის მყესის დაჭიმულობა აწუხებს. მანამდე ის პარიზში ადგილობრივ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ჩაფრინდა. ამ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩში 38 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. ფრანგი სამეფო კლუბში 2024 წლიდან თამაშობს.
ვინისიუსი: კილიანს ყოველ ზაფხულს ვურეკავდი
ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ. ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ...
დეშამი: თქვენ გინდათ, რომ მბაპემ 11 კილომეტრი ირბინოს?
უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. მბაპემ უბურთოდ მუშაობას ჩაბი ალონსოს დროს, განსაკუთრებით მისი თავკაცობის ბოლო კვირებში მოუკლო, თუმცა ეს ამბავი...
მბაპე რონალდუს უტევს
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული მაგრამ როდესაც გატანილ გოლებს ითვლიან მას უკვე კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ. 2025 წლის ბოლოს მბაპე რისკავდა....
ორმაგი სტანდარტი აფრიკის თასზე
მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ეტანთან ერთად ჩავიდა. ელოდნენ, რომ 4 ნოემბერს „ბაიერნისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგურ...









