მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ეტანთან ერთად ჩავიდა. ელოდნენ, რომ 4 ნოემბერს „ბაიერნისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგურ...
ჭდე: კილიან მბაპე
რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?
თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს ავალდებულებენ ფეხბურთელისთვის ეგრეთწოდებული „ეთკის ბონუსის’’ სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას, რაც საფრანგეთს გარეთ, ზოგ ქვეყანაში ცოტა...
მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა
მას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორების ბოლო შანსი ჰქონდა და ის ხელიდან არ გაუშვა. შაბათ საღამოს „სევილიასთან’’ შეხვედრაში (2:0) კილიან მბაპემ პენალტით 2025 წლის 59-ე გოლი გაიტანა. ამ გოლით ფრანგი „რეალის’’ ისტორიაში პორტუგალიელს გაუტოლდა ― ახლა ერთ ასტრონომიულ წელიწადში ყველაზე მეტი მათ აქვთ გატანილი. ამიტომაც აღნიშნა მან „სევილიას’’ კარში გატანილი გოლი რონალდუსავით. „ჩვეულებრივ გოლს ჩემებურად აღვნიშნავ,...
კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო
კილიან მბაპე „ოქროს ბუცის’’ 43-ე გამარჯვებული გახდა. ამიერიდან მან მიზნად 1967 წელს დაარსებული ჯილდოს მეორედ მოპოვება უნდა დაისახოს, რაც აქამდე მხოლოდ თორმეტმა ფეხბურთელმა შეძლო. კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბუცი’’ ოთხჯერ მოიგო, ლეო მესიმ კი ექვსჯერ. „რეალის’’ ფრანგი ფორვარდი ლაურეატი გასულ სეზონში გატანილი 31 გოლის წყალობით გახდა. მან აჯობა ვიქტორ გიოკერეშსა და მოჰამედ სალაჰს. იმას, რომ „ოქროს...
მბაპე მოლბა
რაც ახალი სეზონი დაიწყო კილიან მბაპე ჩინებულად თამაშობს. მისით ყველა კმაყოფილია როგორც „რეალში’’ ასევე საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ აზერბაიჯანთან კოჭი იტკინა და ისლანდიაში აღარ გაემგზავრა. სამაგიეროდ მადრიდელთა ათმა ნომერმა Movistar-ს ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 26 წლის ფრანგმა ილაპარაკა როგორც ლამინ იამალზე ასევე კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდში ინტეგრაციაზე. საუბარი რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენსაც’’ შეეხო. ფორვარდს კლუბთან სასამართლო...
ასე გაგიჟდა იამალის მამა
ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო,...
გრელა: მბაპე რონალდუს ეფექტს ახდენს
ფრანგული პრესა წერს, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს „პარი სენ ჟერმენი’’ კილიან მბაპეს გარეშე უფრო ძლიერი ჩანს ვიდრე მასთან ერთად იყო. გულშემატკივარი ფრანგი ვარსკვლავის „რეალში’’ გადასვლას შიშით უყურებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლო. ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი, დღეს სპორტული მიმომხილველი მაიკ გრელა ამას კრიშტიანუ რონალდუს ეფექტს უწოდებს და CBS-ის ეთერში ასე განმარტავს: „მბაპემ თავისი პარიზული...
მბაპესთვის ნიღაბს კერავენ
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი კილიან მბაპე საფრანგეთისა და ავსტრიის შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს. ევრო 2024-ის პირველი ტურის მატჩში ფრანგებმა ავსტრიელებს 1:0 მოუგეს, აწ უკვე „რეალის” 25 წლის ფეხბურთელმა კი ცხვირი გაიტეხა. მბაპე მატჩის მიწურულს დაშავდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში თავურის დარტყმას ცდილობდა და მეტოქე გუნდის მცველ კევინ დანსოს თავი მხარზე მიარტყა. მედია წერს, რომ...
მაკრონი მბაპეს ვახშამზე
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით პარიზის ცენტრში 250 ადამიანისთვის გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო. სტუმრებს შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2024 წლის ზაფხულში 25 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ის მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მბაპე სამეფო კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავდამსხმელი „რეალში“ წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს – იმაზე...
მბაპე სირბილში გამოიწვიეს
ფრანგული „ბორდოს“ მორაგბე გარემარბმა მადოშ ტამბვემ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს სისწრაფეში შეჯიბრება შესთავაზა. მბაპემ ჩემპიონთა ლიგის განვლილ მატჩში „სოსიედადთან“ ასმეტრიანი დისტანცია 10,9 წამში დაფარა. ეს შედეგი 1,3 წამით უარესია მსოფლიოს რეკორდსმენის უსეინ ბოლტის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. ტამბვეს მბაპეს სისწრაფით აღფრთოვანებული არ არის და ამტკიცებს, რომ ამავე დისტანცია 10,61 წამში დაფარავს. ამიტომ, წარმოშობით კონგოელმა...









