ეს ნამდვილად შეუსრულებელი მისია არისო, წერს იტალიური calciomercato ფრანგულ „პარი სენ ჟერმენზე”. პორტალის აზრით უბრალოდ შეუძლებელია იპოვო იმ ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელსაც პირობითად რომ ვთქვათ დიდი ვარსკვლავისთვის საჭირო 10 თვისებიდან ცხრა მომადლებული აქვს ან იგივე რეკლამის ენაზე რომ გადავთარგმნოთ „სამი ერთშია”. კილიან მბაპეზე მოგახსენებთ. და ყველამ იცის, რომ აქ პრობლემა ფულის ნაკლებობა არ არის. ფული...
ჭდე: კილიან მბაპე
ძმა
ფრანგი ფორვარდის კილიან მბაპეს ძმა ეთანი პსჟ-სთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხიავს. 16 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ახალგაზრდული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ეთან მბაპეს დებიუტი პსჟ-ის ძირითად გუნდში ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩში მეცთან (3:1) შედგა, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართა. ის მოედანზე შეხვედრის 92-ე წუთზე შევიდა. პსჟ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. გუნდმა 17...
ლეონარდო: ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მბაპე საჭირო არ არის
„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბრაზილიელმა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლეონარდომ „ეკიპთან” საუბრისას კილიან მბაპეს კბილი გაჰკრა. „პარიზული კლუბისთვის უკეთესი იქნება თუკი მბაპე სხვაგან გადავა. არ აქვს მნიშვნელობა სად. „პარი სენ ჟერმენი” კილიან მბაპემდეც არსებობდა და კილიან მბაპეს მერეც იარსებებს. მბაპე ექვსი სეზონია რაც პსჟ-ში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ხუთმა სხვადასხვა გუნდმა...
ბაიერნთან არც მესი…
ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს. მიზეზი ტრავმაა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი საფრანგეთის ჩემპიონატში „მონაკოსთან“ შაბათის მატჩს ნამდვილად გამოტოვებს და არის იმის ალბათობა, რომ მესიმ „ბაიერნთან“ მატჩამდეც ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელებთან შეხვედრას პარიზელთა კიდე ერთი ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოტოვებს. პსჟ – „ბაიერნის“...
მბაპემ ფედერაციის პრეზიდენტს უპასუხა
„ზიდანი საფრანგეთია. ჩვენ კი ამხელა ლეგენდას პატივს არ ვცემთ”, — დაწერა კილიან მბაპემ ტვიტერზე. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონის ამ ტვიტმა გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად დიდიე დეშამს ტოვებს. მოგეხსენებათ, პარიზში „ლურჯების” თავკაცის თანამდებობაზე დეშამის ნაცვლად ზიდანის დანიშვნის ვარიანტს კარგა ხანს განიხილავდნენ. გარდა...
ლეო მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი ეიფორიაში იყო, — წერს ესპანური „მარკა”. მან არგენტინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, ვიცოდი უფალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოცემას რომ მიპირებდაო. „შთამბეჭდავია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — ვიცოდი, რომ ღმერთი ადრე თუ გვიან ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ წინასწარ...
მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა
საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე” შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი ქომაგი ნოკდაუნში ჩავარდა. მას მბაპეს დარტყმული სახეში მოხვდა. საბედნიეროდ სისხლი არ გამოსვლია. 23 წლის (24 წლის...
ისევ მბაპეზე
კილიან მბაპე მზადაა „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლამდე დარჩეს, ანუ სანამ კონტრაქტის ვადა არ ამოეწურება. არადა, პრემიერლიგის სამი კლუბია მისით დაინტერესებული. მადრიდის „რეალი“ საბოლოოდ გამოირიცხა. ახლახან გაცხდდა, რომ მბაპეს პრიზულ კლუბთან არა 2025, არამედ 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმებია ხელშეკრულება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი აქტივირება კი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია. ესპანური „მარკა“ წერს, რომ მბაპე პსჟ-ის...
ტიტე მბაპეს პასუხობს
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა. „მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც...
ცუდი ბიჭი მბაპე
„პარი სენ ჟერმენმა” ახალი სეზონი ახალი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით ორი თამაშიდან ორი მოგებით დაიწყო. გოლების სხვაობაც შთამბეჭდავია — 10:2. მეორე ტურში, პსჟ-მ „მონპელიეს” 5:2 მოუგო. კილიან მბაპემ გოლი მეორე ტაიმში შეაგდო (პირველში პენალტი ვერ გაიტანა), მაგრამ იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც გოლზე და ვერ გატანილ პენალტზე მეტად მიიქცია ყურადღება. კერძოდ, 23 წლის ვარსკვლავმა სწრაფი კონტრშეტევის...









