ჭდე: კილიან მბაპე

Home კილიან მბაპე
პსჟ კიმანოში
ჩანაწერი

პსჟ კიმანოში

პსჟ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იაპონიაშია. მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და პარიზელებიც გასართობად უკეთეს ადგილს რას მოძებნიდნენ, მით უმეტეს, როცა გუნდს თან ახლავს ტედი რინერი, ლეგენადრული ფრანგი ძიუდოისტი.  პსჟ კი რინერთან ერთად ერთ-ერთ ადგოლობრივ, ძიუდოისტთა სკოლას ესტუმრა. პსჟ-ს ფეხბურთელები ძიუდოისტების მასტერკლასს დაესწრნენ, ზოგმა კი უშუალოდაც კი მიიღო მონაწილეობა. მოხალისეებს შორის იყო კილიან მბაპეც. ფრანგი თავდამსხმელი ორგზის...

უარი ცხრანიშნაზე
ჩანაწერი

უარი ცხრანიშნაზე

„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ საიდუმლოს ფარდა აჰხადა და თქვა, რომ ერთი წლის წინ „რეალი” კილიან მბაპეს სანაცვლოდ ცხრანიშნა თანხას სთავაზობდა, მაგრამ მან უარი თქვა. ამ ბიჭისთვის ფული მთავარი არ არისო, ბრძანა ალ ხელაიფიმ. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ მბაპემ „რეალში” გადასვლაზე უარი თქვა და „პარი სენ ჟერმენთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა. პარიზელებთან მბაპეს ძველ...

რატომ არ იყიდა რეალმა სათადარიგო ფეხბურთელი?
ჩანაწერი

რატომ არ იყიდა რეალმა სათადარიგო ფეხბურთელი?

„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის გამოადგებოდა, მეტი არაფრისთვის. ეს აშკარად ნაწყენი კაცის სიტყვებია. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან” მასთან გადავიდოდა, მაგრამ ვაჭრობაში „მანჩესტერ სიტიმ” აჯობა. „ქალაქელებმა” გერმანელებს 51 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. „რეალისთვის” ეს იყო ზაფხულის მეორე იმედგაცრუება სანტრანსფერო ბაზარზე. მანამდე პერესს...

რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ
ჩანაწერი

რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ

გამოქვეყნდა მსოფლიოს ასი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია, რომელშიც ვერც კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა და ვერც ლეო მესი. ამპარტავანი ინგლისელები კი ჩივიან, რომ ოცდაათეულში მათი ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ჰარი კეინი არ არის. სიის შედგენაზე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (CIES) თანამშრომლები მუშაობდნენ. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნეუშატელში მდებარეობს. აქ, 100 ყველაზე ფასეული ფეხბურთელის...

დარბაისელი მატყუარაზე…
ჩანაწერი

დარბაისელი მატყუარაზე…

ორიოდ დღის წინათ საფეხბურთო ევროპა კიდევ ერთმა უცნაურმა ამბავმა შეძრა: „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა კილიან მბაპემ, ყველას რომ მადრიდის „რეალში“ გადასული ეგონა, პარიზულ კლუბთან კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ესპანელმა კომენტატორებმა მას მოღალატე და მატყუარა უწოდეს. თავად კი თქვა, პარიზელ კაცს პარიზულად, მიყვარს ჩემი უბნებიო. მბაპემ წელიწადში 100-მილონიანი ჯამაგირი და ლამის კლუბის მმართველის უფლებები დაირტყა. ამ...

მბაპეს კონტრაქტმა მონაკოც გაახარა
ჩანაწერი

მბაპეს კონტრაქტმა მონაკოც გაახარა

კილიან მბაპემ პსჟ-ში დარჩენით რომ ზღაპრული კონტრაქტი გამოიმუშავა, იცით. ფრანგული პრესა წერს, რომ მბაპეს წინა კლუბმაც„ „მონაკომ“, 35 მილიონი ევრო მიიღო… „მონაკოსა“ და პსჟ-ის შორის 2017 წელს გაკეთებულ ტრანსფერში იყო პუნქტი, რომ პარიზელებს დროდადრო უნდა ეხადათ ფული მონეგასკელებისთვის. 90 მილიონი, 55 მილიონი და აი, ახლა მესამე დაფარეს – 35 მილიონი. ჯამში 180 მილიონი ევრო. ოღონდ,...

ბენზემა და ცხრა სხვა
ჩანაწერი

ბენზემა და ცხრა სხვა

Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ… ახლა კი ფავორიტთა...

მაკრონი – მარსელი – მბაპე
ჩანაწერი

მაკრონი – მარსელი – მბაპე

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩეს. ცნობილია, რომ მაკრონი მბაპეს დიდი გულშემატკივარია და ისედაც სურს, რომ ლიგა 1 უფრო და უფრო პრესტიჟული გახდეს, ასეთი ვარსკვლავები რომ უცხოეთში არ წავიდნენ. ამასთან, მაკრონი კლუბებში „მარსელის“ ქომაგი ყოფილა. „სამწუხაროდ, მბაპეს „მარსელში“ გადასვლა არც განიხილება. ამის შანსი რომ არსებობდეს, გავიბრძოლებდი, მაგრამ მბაპეს ადრე ვუთხარი და...

რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ
ჩანაწერი

რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ

რიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის. მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება....

ბენზემას მასტერკლასი
ჩანაწერი

ბენზემას მასტერკლასი

ქარიმ ბენზემამ თანამემამულე კილიან მბაპეს თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს „რეალის“ ლეგენდა. ბენზემამ „თეთრებისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს იყო კარიერაში ფრანგის მესამე ჰეთ-თრიქი, რომელიც მან შეხვედრის მეორე ნახევრის 17 წუთიან მონაკვეთში შეასრულა. სამი გოლიდან ორი მადრიდელთა ვარსკვლავმა 105 წამში შეაგდო. პარიზელთა ვარსკვლავმა მბაპემ რომელიც, როგორც ჩანს, ზაფხულში აუცილებლად შეუერთდება „რეალს“,...