ჭდე: კილიან მბაპე

Home კილიან მბაპე
მბაპეს დედამისი პარიზში დარჩენას ურჩევს
ჩანაწერი

მბაპეს დედამისი პარიზში დარჩენას ურჩევს

პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. ზოგი წყარო ამბობს, მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, კილიანს ზაფხულში (30 ივნისს) პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და „სამეფო კლუბიც“ მას მუქთად ჩაიგდებს ხელშიო. ზოგადად, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი კი 160 მილიონი ევროა. სხვა ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს, სავარაუდოდ...

რეალი საქმეს ართულებს
ჩანაწერი

რეალი საქმეს ართულებს

ინგლისური პრესა წერს, რომ „რეალი“ მზად არის მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს. „დეილი მეილის“ ცნობით მადრიდელები, ისევე როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპური“, გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ არგენტინელის მოთაფვლას, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ კბილებით ჩაებღაუჭა თავის მწვრთნელს, ამ ზაფხულს კი ასე აღარ მოხდება. კი მაგრამ, „რეალის“ ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? თუ ინგლისში გავრცელებული ხმები მართალია, „სანტიაგო...

სირცხვილია
ჩანაწერი

სირცხვილია

… ორმა რეალელმა გააკეთა ასეთი კომენტარი: ოღონდ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ჯერ მადრიდელთა ყოფილმა შემტევმა, ცნობილმა სერბმა პრედრაგ მიატოვიჩმა შეაფასა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაში 0:1 წაგება, მერე კი ტიბო კურტუამ თქვა თავის გაშვებულ გოლზე. მიატოვიჩი „თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მქონდა. მეგონა, „რეალი“ თავის სტილს აჩვენებდა, მაგრამ შეშფოთებული და ყველანაირად გაწბილებული ვარ. ეს სირცხვილია. გუნდი ნელა მოძრაობდა, ხასიათიც ვერ აჩვენა....

მბაპემ მომავალი გუნდი დაამარცხა
ჩანაწერი

მბაპემ მომავალი გუნდი დაამარცხა

კილიან მბაპემ „რეალს“ 90+3 წუთზე მეხი დასცა, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაუტანა და ნათლად აჩვენა, რა ძალა შეემატება მომავალი სეზონიდან; რასაკვირველია, თუ ტრანსფერი შედგება და მბაპე მადრიდში გადავა. ჯერჯერობით კი რაკეტასავით სწრაფი ფრანგი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელია და პარიზული გუნდი მისი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის სათამაშოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვებული ჩავა. 93-ე წუთსა და...

კამილა, შენთვის !
ჩანაწერი

კამილა, შენთვის !

ფრანგული ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში, „ბრესტთან“ გატანილი გოლი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, 8 წლის გოგონას, კამილას მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გალანძღეს. მანამდე, ვაკტრელის სინდრომით დაავადებულმა გოგონამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მბაპეს ახალი წელი მიულოცა და სთხოვა არ წავიდეს პარიზული კლუბიდან. მალე ამ პოსტის ქვეშ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოჩნდა. მბაპემ საჯაროდ დაუჭირა გოგონას მხარი და...

მაკრონი და მბაპე
ჩანაწერი

მაკრონი და მბაპე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მაკრონს ფეხბურთი უყვარს და როგორც ამბობენ, მბაპე მისი ფავორიტია… პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 23 წლის თავდამსხმელი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც პროგრესულად მოაზროვნე და მისაბაძია. მაკრონის ნათქვამი „ეკიპმა“ დაწერა: „მბაპეს მხრებზე ჭკვიანი თავი აქვს. ის სოციალურ საკითხებშიც ერკვევა, საუბრობს ვაქცინაციაზე, ძალადობის წინააღმდეგ საჭირო თემებზე. მბაპემ საზოგადოებისთვის საჭირო...

დუბაიში ჯილდოები ჩამოარიგეს
ჩანაწერი

დუბაიში ჯილდოები ჩამოარიგეს

დუბაიში გამართულ „გლობ სოკერ ევარდსის“ დაჯილდოებაზე პოლონეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი ჯილდო მიიღო — ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ბურჯ ხალიფაში მდებარე „არმანი ოტელში“ გამართულ ცერემონიალზე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს გადასცეს. ლევანდოვსკიმ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კიდევ ერთი პრიზი...

ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა
ჩანაწერი

ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა

ლუის კამპოსი – ამ კაცს ბევრი არ იცნობს, მაგრამ არიან ასეთი პიროვნებები, მაგრად რომ აკეთებენ საქმეს და სტატუსიდან გამომდინარე შეუმჩნეველნი რჩებიან. გერმანული Bild-ი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს მათ, რომლებიც კულისებს მიღმა რჩებიან, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ… და ლუის კამპოსის კანდიდატურა „ბაიერნის“ ლეგენდამ კარლ-ჰაინც რუმენიგემ წამოაყენა. ლუის კამპოსი სპორტული დირექტორია. მუშაობდა „მონაკოში“, „ლილში“, მადრიდის „რეალში“ და...

წადი, შვილო… გრანდში
ჩანაწერი

წადი, შვილო… გრანდში

ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ნორვეგიელი მალე გუნდს გამოიცვლის. „დორტმუნდი“ საშინელ ფორმაშია, რაც ჰოლანდის კარიერას ძალიან დაღს ასვამს. მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – ეს ის გუნდებია, რომლებიც ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობენ. ამათგან, „იუნაიტედს“ უკვე ჰქონდა ჰოლანდის შეძენის შანსი, როდესაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ „ზალცბურგში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისელებს „დორტმუნდმა“ აჯობა. ახლა კი...

ზლატანი მბაპეს ჭკუას ასწავლის
ჩანაწერი

ზლატანი მბაპეს ჭკუას ასწავლის

„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ახლანდელი ვარსკვლავი კილიან მბაპე გააკრიტიკა და რჩევაც უწყალობა. რჩევა ფაქტობრივად თავად გახლდათ კრიტიკა: „გარშემო ის ხალხი შემოიკრიბე, ვინც გეტყვის, რომ საკმარისად ძლიერი არ ხარ. ასეთ შემთხვევაში უფრო ძლიერი გახდები“. იბრაჰიმოვიჩმა „პარკ დე პრენსზე“ 2012-16 წლები გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 156 გოლი გაიტანა. „მბაპე ჩემს...