ჭდე: კილიან მბაპე

Home კილიან მბაპე
რა მოუვიდა მესის?
ჩანაწერი

რა მოუვიდა მესის?

„პარი სენ ჟერმენისა“ და „ლილის“ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტნომ ლეო მესი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მწვრთნელის ასეთი საქციელი თავისთავად ხომ გასაკვირი იყო, მაგრამ ორმაგად გასაკვირი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ ჯონათან დევიდის გოლით „ლილი“ იგებდა 1:0-ს. გამოდის, რომ გუნდმა, რომელიც აგებდა, მოედნიდან მესი გაიყვანა. ამ შეხვედრაში არც კილიან მბაპე მონაწილეობდა, რადგან ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექცია...

მბაპემ დახლართა
ჩანაწერი

მბაპემ დახლართა

„მარკა“ წერს, რომ კილიან მბაპეს საგამ ხელახლა მაშინ წამოყო თავი, როდესაც ამას არავინ ელოდა. ზაფხულში „რეალმა“ ორჯერ სცადა ფრანგი ფორვარდის „პარი სენ ჟერმენისგან“ ყიდვა, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ კლუბები შობამდე დაზავდებოდნენ, მაგრამ აი, რა მოხდა: მბაპემ ინტერვიუ მისცა RMC სპორტსა და „ეკიპს“, რამაც თემა თავიდან წამოწია, თანაც დაძაბულობაც შეჰმატა. „მარკას“...

ანელკა: მესი ყველას ბარსელონაში სჯობდა, აქ კი…
ჩანაწერი

ანელკა: მესი ყველას ბარსელონაში სჯობდა, აქ კი…

გახსოვთ ფრანგი ფორვარდი ნიკოლა ანელკა? მან 2000 წელს „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო; 1998 წელს „არსენალის“, ხოლო 2010 წელს „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა; 2013 წელს „იუვენტუსის“ მაისურით „სკუდეტო“ ანუ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა; 2005 წელს, როდესაც „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, იყო თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონი; 2000 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი; გახლდათ ბევრი სხვა ტიტული მფლობელი…...

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები
ჩანაწერი

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები

„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც. „რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი...

მოლაპარაკებები დასრულდა!
ჩანაწერი

მოლაპარაკებები დასრულდა!

ესეც სატრანსფერო ბაზრის მორიგი ოინი: „რეალის“ წარმომადგენლები საფრანგეთის დედაქალაქში „პარი სენ ჟერმენთან“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად იყვნენ და… ესპანეთში ხელცარიელები დაბრუნდნენ. მათ ვაჭრობა შეწყვიტეს. ცნობილია, რომ თავიდან მადრიდელებმა პსჟ-ს 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ მათ შეთავაზებული თანხა 200 მილიონამდე გაზარდეს და როდესაც შედეგი ამანაც ვერ მოიტანა, მოლაპარაკებები შეწყვიტეს. „მარკა“ წერს, რომ კილიან...

მბაპე რეალს მიუახლოვდა
ჩანაწერი

მბაპე რეალს მიუახლოვდა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ხმაურიანი გარიგების მომსწრე გავხდებით. ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კილიამ მბაპე შეიცვლის. ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, 30 აგვისტოს დილით პსჟ-მ მბაპეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბს პირდაპირ განუცხადა, რომ  ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს და ამაზე ლაპარაკს...

ლეოს კეთილი დებიუტი
ჩანაწერი

ლეოს კეთილი დებიუტი

ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა. „პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო....

ჰოლანდიც რეალში? ოღონდ გაისად…
ჩანაწერი

ჰოლანდიც რეალში? ოღონდ გაისად…

როგორც ჩანს, ფეხბურთში ძალიან დიდი ფულიც კი ზოგჯერ უძლურია. დორტმუნდელმა ერლინგ ჰოლანდმა უარი შეუთვალა პსჟ-ს. ფრანგებს ეიმედებოდათ, რომ 200 მილიონ ევროდ დაიმატებდნენ ნორვეგიელს, რომელიც მბაპეს ჩაანაცვლებდა. პარიზელებმა ნიადაგის მოსინჯვა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას სთხოვეს, მაგრამ 21 წლის ფორვარდის პასუხი ცალსახა იყო – მას 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში...

მბაპე: 20 მილიონი მადრიდამდე?
ჩანაწერი

მბაპე: 20 მილიონი მადრიდამდე?

არ დაადგა საშველი კილიან მბაპეს საგას დასრულებას. უკვე ყველასთვის და მათ შორის პსჟ-ის ხელმძღვანელობისთვის ცხადია, რომ 22 წლის ფრანგი არ დარჩება – ან წელს გაყიდიან, ან ერთი წლის შემდეგ უკაპიკოდ გაექცევათ. ამასობაში, l’Eguipe-ს ინფორმაციით, გუშინ მადრიდის „რეალმა“ პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა ფრანგებს და 160 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს წინადადება მყისიერად იქნა უარყოფილი. პსჟ-ის პასუხი ასეთია:...

პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა
ჩანაწერი

პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს. მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია...