კილიან მბაპემ პსჟ-ში დარჩენით რომ ზღაპრული კონტრაქტი გამოიმუშავა, იცით. ფრანგული პრესა წერს, რომ მბაპეს წინა კლუბმაც„ „მონაკომ“, 35 მილიონი ევრო მიიღო…
„მონაკოსა“ და პსჟ-ის შორის 2017 წელს გაკეთებულ ტრანსფერში იყო პუნქტი, რომ პარიზელებს დროდადრო უნდა ეხადათ ფული მონეგასკელებისთვის.
90 მილიონი, 55 მილიონი და აი, ახლა მესამე დაფარეს – 35 მილიონი. ჯამში 180 მილიონი ევრო.
ოღონდ, „მონაკო“ ამ 35 მილიონს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ პსჟ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა მბაპესთან. პლუს, გარკვეული თანხა მიიღო ბავშვთა კლუბმა „ბონდიმ“, სადაც მბაპემ ბურთის ანა-ბანა ისწავლა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
