ორიოდ დღის წინათ საფეხბურთო ევროპა კიდევ ერთმა უცნაურმა ამბავმა შეძრა: „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა კილიან მბაპემ, ყველას რომ მადრიდის „რეალში“ გადასული ეგონა, პარიზულ კლუბთან კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
ესპანელმა კომენტატორებმა მას მოღალატე და მატყუარა უწოდეს. თავად კი თქვა, პარიზელ კაცს პარიზულად, მიყვარს ჩემი უბნებიო. მბაპემ წელიწადში 100-მილონიანი ჯამაგირი და ლამის კლუბის მმართველის უფლებები დაირტყა.
ამ ფაქტის თაობაზე „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ჰკითხეს აზრი. სენიორ კარლო დარბაისელი, თავშეკავებული კაცია და პასუხიც ასეთივე ჰქონდა: „ჩვენ არასოდეს გვილაპარაკია სხვა გუნდების ფეხბურთელებზე. პატივს ვცემთ ყველა გუნდს, ყველა ფეხბურთელს, მათ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს. ახლა სულ სხვა რამეზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ვფიქრობდეთ. წინ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველის „ლივერპულთან“, – დასძინა ანჩელოტიმ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
