„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...
ჭდე: კილიან მბაპე
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...
რონალდუც პარიზში?
ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მშვენივრად უწყის, რომ კილიან მბაპე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს მადრიდის „რეალს“. თურმე ნუ იტყვით და ალ-ხელაიფის მბაპეს შემცვლელი უკვე შეუგულებია – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელმა კი გამოთქვა ტურინში 2024 წლამდე დარჩენის მზადყოფნა, მაგრამ თუ მსუყე...
დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა...
გაისად, როცა თავისუფალი აგენტი გახდება
ესპანური „მარკას“ ცნობით, თუკი ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გაისად, „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას მარტო კონტრაქტზე ხელმოწერაში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე ახლახან მიიღო დავიდ ალაბამ, რომელიც „ბაიერნიდან“ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, იმავე „რეალში“ გადავიდა. ის ფაქტი, რომ „თეთრები“ მბაპეს სანაცვლოდ ამხელა თანხას იმეტებენ უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ ესპანურ...
მბაპე: სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
თხუთმეტდღიან შვებულებაში გასვლამდე კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის” ბოსებს შეატყობინა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ განიხილავს და თუ წლეულს არ გაასხვისებენ, შეახსენა, რომ გაისად თავისუფალი აგენტი ხდება. არადა, პარიზელები მეტისმეტად გულუხვ შეთავაზებას აპირებდნენ, რომელიც კილიანის ოჯახის წევრებსაც შეეხებოდა. კერძოდ, მის 15 წლის ძმას უკვე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი. მბაპე კი მაინც შეუვალია და „რეალში“ თამაში სურს. ამრიგად,...
რა კარგია, როცა შავ დღეში ხარ
„ბოავიშტას” 35 წლის ფრანგი მცველი ადილ რამი ნაკრებში თავის ყოფილ თანაგუნდელს, 22 წლის კილიან მბაპეს ორიგინალურად გამოექომაგა. მან თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, ახალგაზრდა ვარსკვლავს შვეიცარიასთან აცილებული პენალტის შემდეგ ჯოჯოხეთური პერიოდი რომ უდგას. რამი და მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. „მბაპეს ამ ყველაფრის გაძლება მოუწევს, — თქვა „ფრეჟუსის”, „ვალენსიას”, „მილანის”, „სევილიას”, „მარსელის”, „ფენერბაჰჩესა” და „სოჭის”...
ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის”...
პსჟ და ორი მბაპე
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ შეათანხმა ახალი კონტრაქტი კილიან მბაპესთან, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდიდან წავა. ამის მიუხედავად, პსჟ მბაპეს გარეშე არ დარჩება. კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა კილიანის 15 წლის ძმა ითან მბაპეს. ყმაწვილი პარიზში 2018 წელს ძმასთან ერთად გადაბარგდა და კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. კილიანობა ძნელი იქნება, მაგრამ კარგი ფეხბირთის სათამაშოდ უმცროს მბაპეს ნიჭსა და მონდომებას...
პარიზი მბაპეს ქალაქია
„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ჭორაობას წერტილი დაუსვა, არსად გადადისო. 22 წლის მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ანუ გაისად ამ დროს ეწურება და თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ წერდნენ წარამარა, რომ ფრანგი ფორვარდი „პარკ დე პრენსიდან” ამ ზაფხულს წავა და მას „რეალს” უკავშირებდნენ. „ყველას გასაგონად, მკაფიოდ...









