მაკრონი და მბაპე

Home აქეთურ-იქითური მაკრონი და მბაპე
მაკრონი და მბაპე

Video: Mbappé Admits to French President That His Ankle Isn't Broken - PSG Talkსაფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მაკრონს ფეხბურთი უყვარს და როგორც ამბობენ, მბაპე მისი ფავორიტია…

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 23 წლის თავდამსხმელი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც პროგრესულად მოაზროვნე და მისაბაძია.

მაკრონის ნათქვამი „ეკიპმა“ დაწერა: „მბაპეს მხრებზე ჭკვიანი თავი აქვს. ის სოციალურ საკითხებშიც ერკვევა, საუბრობს ვაქცინაციაზე, ძალადობის წინააღმდეგ საჭირო თემებზე. მბაპემ საზოგადოებისთვის საჭირო თვისებები გამოავლინა. ვისურვებდი, რომ ხალხი მუდამ გაახაროს თავისი ჭკვიანური თამაშით, ჯადოსნური გოლებით. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ხშირად გაგვაკვირვებს“.

რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ მბაპეს პსჟ-ში დარჩენის ამბავში მაკრონის დიდი დამსახურებაა. რამდენად სიმართლეა, ვინ იცის…

ამდენი ხანია ამბობენ, რომ მბაპე „რეალში“ გადადის, მაგრამ ფაქტია, ის ისევ პარიზშია.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ