ფრანგული ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში, „ბრესტთან“ გატანილი გოლი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, 8 წლის გოგონას, კამილას მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გალანძღეს.
მანამდე, ვაკტრელის სინდრომით დაავადებულმა გოგონამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მბაპეს ახალი წელი მიულოცა და სთხოვა არ წავიდეს პარიზული კლუბიდან. მალე ამ პოსტის ქვეშ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოჩნდა.
მბაპემ საჯაროდ დაუჭირა გოგონას მხარი და გაკიცხა ყველა, ვინც უხამსი სიტყვები დაწერა.
„ბრესტთან“ გატანილი გოლის შემდეგ, მბაპემ ტელეკამერასთან მიირბინა და ხმამაღლა დაიყვირა: „კამილა, ეს შენთვის გავიტანე!“

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
