ისევ მბაპეზე

Home აქეთურ-იქითური ისევ მბაპეზე
ისევ მბაპეზე

კილიან მბაპე მზადააკილიან მბაპე მზადაა „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლამდე დარჩეს, ანუ სანამ კონტრაქტის ვადა არ ამოეწურება. არადა, პრემიერლიგის სამი კლუბია მისით დაინტერესებული. მადრიდის „რეალი“ საბოლოოდ გამოირიცხა.

ახლახან გაცხდდა, რომ მბაპეს პრიზულ კლუბთან არა 2025, არამედ 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმებია ხელშეკრულება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი აქტივირება კი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.

ესპანური „მარკა“ წერს, რომ მბაპე პსჟ-ის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა: თუ სადმე გადასვლას მოინდომებს, მათ ადრევე აცნობებს, რათა გასული ზაფხულის სიტუაცია არ განმეორედეს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მბაპეს კლუბში არსებული მდგომარეობა მოსწონს.

არადა, „ლივერპული,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ელიან.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.