ფრანგული „ბორდოს“ მორაგბე გარემარბმა მადოშ ტამბვემ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს სისწრაფეში შეჯიბრება შესთავაზა.
მბაპემ ჩემპიონთა ლიგის განვლილ მატჩში „სოსიედადთან“ ასმეტრიანი დისტანცია 10,9 წამში დაფარა. ეს შედეგი 1,3 წამით უარესია მსოფლიოს რეკორდსმენის უსეინ ბოლტის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. ტამბვეს მბაპეს სისწრაფით აღფრთოვანებული არ არის და ამტკიცებს, რომ ამავე დისტანცია 10,61 წამში დაფარავს. ამიტომ, წარმოშობით კონგოელმა მორაგბემ მბაპეს სირბილში შეჯიბრება შესთავაზა. მბაპეს რეაქცია გამოწვევაზე ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მადოშ ტამბვე სანამ რაგბის თამაშს დაიწყებდა მძლეოსანი იყო და კონგოში რამდენიმე შეჯიბრება აქვს მოგებული ახალგაზრდებს შორის.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
