ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო, შეიძლება ვერც კი ეთამაშა.
აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც იამალმა გოლი გაიტანა, „ინტერი’’ 2:0-ს იგებდა. ამ გოლის შემყურე მამამისი მუნირი ტრიბუნაზე სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა, რაშიც ქვემოთ მოყვანილი ვიდეო დაგარწმუნებთ.
აქამდე რეკორდი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა. 2016-17 წლების სეზონში ის „მონაკოში’’ თამაშობდა და 18 წლისა და 140 დღის იყო, როდესაც „იუვენტუსს’’ გაუტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
