„ინტერისთვის’’ ეს მატჩი ლეგენდარული არა, მაგრამ ისტორიული ნამდვილად იყო, ― დაწერა „ბარსელონასა’’ და „ინტერს’’ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ იტალიური პორტალის calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ და იქვე განმარტებაც მოაყოლა, ― იმიტომ, რომ ბარსელონიდან 3:3-ის წამოღება გმირობაა, რომელიც თუ გავითვალისწინებთ, რომ მილანელები ორი ბურთით იყვნენ წინ, სინანულსაც მოიცავს. ინძაგის „ნერაძური’’ თამაშობდა გულით, ამაყად, ყურადღებით და თამამად. მაშინაც კი, როდესაც „ბარსას’’ ჟონგლიორებისა და მუდამ საშიში ლამინ იამალის დასაწევად თავის ჩახრა უწევდა, გუნდს თავი მაღლა ჰქონდა აწეული. იამალის კი, როდესაც ის ბურთს ეფერება, ყოველთვის უნდა გეშინოდეს.
ინძაგიმ შეძლო და თავის ფეხბურთელებს მაქსიმუმი გააკეთებინა. არ არის საჭირო აღვშფოთდეთ იმის გამო, რომ ბურთის ფლობაში მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ (72% – 28%) და თამაშისადმი მიდგომაც (საფეხბურთო თეორიების მოყვარულთათვის) ერთი შეხედვით მოკრძალებული იყო. სინამდვილეში „ინტერმა’’ ყველაფერი გააკეთა და მოდი ნუ გავაკრიტიკებთ იმის გამო, რომ როგორც პირველ ასევე მეორე ტაიმში რამდენჯერმე „ბარსას’’ თავი გამოაჭერინა. იყო უიღბლობაც, როდესაც მხითარიანის’’ ჩინებული გოლი მილიმეტრიანი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. ამ მილიმეტრმა შეიძლება ცხოვრება და ვინ იცის ფინალისტის ვინაობა შეცვალოს.
კიდევ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ უიღბლობაზე, როდესაც ლაუტაროს ტრავმას გავიხსენებთ. ახლა მისი საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობა კითხვისნიშნის ქვეშაა, არადა „სან სიროზე’’ არგენტინელის მოედანზე ყოფნა ძალიან საჭირო იქნება. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ „ბარსას’’ აკლდა ლევანდოვსკი, რომელიც ასევე ცდილობს შემდეგი სამშაბათისთვის გამოჯანმრთელდეს…
…ექვსი დღის შემდეგ „სან სიროზე’’ ჩვენ ვნახავთ ტანჯვასა და ოცნებას. სიამოვნებასაც კი მივიღებთ. „ბარსელონა’’ უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და დღეს ვერაფერს ვიწინასწარმეტყველებთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
