მსოფლიოს ჩემპიონობას არაფერი სჯობს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური ტიტულები, რომელთაგან ძალიან პრესტიჟულად საუკეთესო ბომბარდირობა ითვლება. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი რეკორდი ლეო მესიმ დაამყარა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა – გერმანელს 16 გოლი ჰქონდა გატანილი – მაგრამ უშუალოდ ამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ლეგენდარულ არგენტინელს კილიან მბაპემ გადაასწრო. მას მერე, რაც მეთექვსმეტედფინალში შვედებს ორი გოლი შეუგდო, „რეალის“ ფრანგ ფორვარდს 6 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. მესი 6 გოლით და 0 საგოლე პასით მეორე პოზიციაზეა, თუმცა დიდი შანსია კაბო ვერდესთან უახლოეს შეხვედრაში შეცვალოს სტატისტიკა. მესამეზე მოდის ერლინგ ჰოლანდი 5 გოლითა და 0 საგოლე პასით. მას 4 გოლით და 1 საგოლე პასით ოსმან დემბელე და ბრაზილიელი ვინისიუსი მოსდევენ.
ჩამოთვლილი ხუთი ფეხბურთელი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატზეა.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის პოზიციისთვის ბრძოლაში კი ვითარება ასეთია: მესის 29 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მბაპეს 18 შეხვედრაში – 18. დანარჩენ მოქმედ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალ მე-8 პოზიციაზეა ჰარი კეინი, რომელსაც 14 შეხვედრიდან 11-ჯერ დაულაშქრავს მოწინააღმდეგის კარი.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
