ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
ზიდანმა იღრიალა!
ჩანაწერი

ზიდანმა იღრიალა!

ზინედინ ზიდანისთვის თავისი ფეხბურთელების გამოლანძღვა უცხო საქციელია, მაგრამ გუშინ, მადრიდში, სწორედ ასეთი უცნაური დღე იყო. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ, მეორეში კი თავს არ ჰგავდნენ. პრეს-კონფერენციაზე ლეგენდარული ფრანგი თავშეკავებული გახლდათ, აზრებს აკადემიურად გამოხატავდა. მან თქვა: „ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში მოხდა, კარგი იყო. ჩვენ 3:0-ს ვიგებდით. შემდეგ...

ზიდანი იუბილის მოლოდინშია
ჩანაწერი

ზიდანი იუბილის მოლოდინშია

მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“...

ხამეს და ხან ის ვარიანტი
ჩანაწერი

ხამეს და ხან ის ვარიანტი

დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია...

მბაპეს არსად ეჩქარება
ჩანაწერი

მბაპეს არსად ეჩქარება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპე ხელოვნურად არ დააჩქარებს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს და 2021 წლამდე მოიცდის. 21 წლის სუპერვარსკვლავს მშვენივრად ესმის, რომ ფეხბურთში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე მისი გადასვლა ამ ზაფხულს პრაქტიკულად გამორიცხულია. მბაპეს ისედაც მკვეთრად დაეძაბა ურთიერთობა პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან. მის კონტრაქტს ვადა 2 წლის შემდეგ გასდის, ახალის გასაფორმებლად კი ფეხბურთელი მკაფიო წინაპირობებს აყენებს: კონტრაქტში მითითებული...

არასწორი ზიდანი
ჩანაწერი

არასწორი ზიდანი

ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს...

სარმა ზიდანი გაიხსენა
ჩანაწერი

სარმა ზიდანი გაიხსენა

„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, გაიხსენა როგორ თამაშოდა 1999 – 2001 წლებში ტურინულ კლუბში ზინედინ ზიდანთან ერთად. „ზიდანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ინგლისურადაც ცუდად საუბრობდა. უფრო ფრანგულად და იტალიურად გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორ ეპყრობოდა ბურთს, ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ბნელი მხარე ზიდანსაც ჰქონდა და ყვითე- წითლებსაც იღებდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იყო...

ზიდანი ალჟირის ნაკრებში
ჩანაწერი

ზიდანი ალჟირის ნაკრებში

ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ. საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“...

ინფორმაცია კი იჟონება
ჩანაწერი

ინფორმაცია კი იჟონება

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო. ონლაინ შეკრების მიზანი შინ სხდომის დროს ვარჯიშის გამოცდილების გაზიარება და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება თუ გამოცოცხლება გახლდათ. გაირკვა, რომ შეკრების და მისი დეტალების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაუჟონავს, რასაც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი სასტიკად გაუბრაზებია. „სპორტი” ამტკიცებს, რომ ამ ამბის...

ზინედინ არაბი
ჩანაწერი

ზინედინ არაბი

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა. ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო...

ორი ნაბიჯი კატასტროფამდე
ჩანაწერი

ორი ნაბიჯი კატასტროფამდე

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო. სანამ ბარსელონაში მწვრთნელს ცვლიდნენ და მესი და აბიდალი ურთიერთობას არკვევდნენ, მადრიდელებმა სუპერთასი მოიგეს, გოლების გაშვებას გადაეჩვივნენ და გატამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. თებერვლის დასაწყისს არა უშავდა. ზიზუმ ერთხელაც მოუგო დიეგო სიმეონეს და წინ დიდებული კალენდარი ჰქონდა. მერე რაღაც მოხდა.. ჯერ იყო თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა „სოსიედადმა“ კარიერაში პირველად აგემა ზიზუს ოთხი...