„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, გაიხსენა როგორ თამაშოდა 1999 – 2001 წლებში ტურინულ კლუბში ზინედინ ზიდანთან ერთად.
„ზიდანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ინგლისურადაც ცუდად საუბრობდა. უფრო ფრანგულად და იტალიურად გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორ ეპყრობოდა ბურთს, ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ბნელი მხარე ზიდანსაც ჰქონდა და ყვითე- წითლებსაც იღებდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იყო ფანტასტიკური. ვარჯიშებზე Fiat-ით მოდიოდა ხოლმე. Levi’s-ის ჯინსები და მაისურა, ასევე аdidas-ის ფეხსაცმელი ეცვა. ამ დროს სხვა ფეხბურთელები Ferrari-თ მოძრაობდნენ, Dolce&Gabbana და Versace ემოსათ. ზიდანი „იუვეში“ ერთობ მოკრძალებული კაცი იყო,“ – ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს ესპანური AS.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
