ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპე ხელოვნურად არ დააჩქარებს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს და 2021 წლამდე მოიცდის. 21 წლის სუპერვარსკვლავს მშვენივრად ესმის, რომ ფეხბურთში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე მისი გადასვლა ამ ზაფხულს პრაქტიკულად გამორიცხულია.მბაპეს ისედაც მკვეთრად დაეძაბა ურთიერთობა პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან. მის კონტრაქტს ვადა 2 წლის შემდეგ გასდის, ახალის გასაფორმებლად კი ფეხბურთელი მკაფიო წინაპირობებს აყენებს: კონტრაქტში მითითებული უნდა იყოს ადეკვატური გამოსასყიდი თანხა, ან სპეციალური პუნქტი მაინც, რომელშიც მისი კონკრეტულად მადრიდის „რეალში“ გადასვლის უფლება დაფიქსირდება.
კილიანს ძალიან სურს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში და ზინედინ ზიდანსაც ერთი სული აქვს, როდის დაიგულებს თანამემამულეს თავის გუნდში. რატომაც არა? მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ნათამაშებ 33 შეხვედრაში მბაპემ 30 გოლი გაიტანა და 17-ჯერ საგოლედ თანაგუნდელებს უპასა. ფეხბურთელისა და ესპანური კლუბის სიყვარული ორმხრივი კია, მაგრამ ამ სიყვარულს კიდევ ერთწლიანი გამოცდა ელის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
