უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, თუ გაისად უეფას ეგიდით ჩასატარებლ ტურნირებზე თამაში სურთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ საკვალიფიკაციო რაუნდების გავლა.
ჩვენ უნდა მოვიცადოთ, სანამ უეფას აღმასრულებელი კომიტეტი არ იტყვის კონკრეტულ თარიღებს, მაგრამ დარმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროსეზონი აგვისტოში დასრულდება. ცხადია, თუ რამე სასწაული არ მოხდა და სიტუაცია არ შეიცვალა. იმაშიც დარმუნებული ვარ, რომ ევროთასები აუცილებლად დასრულდება და გამარჯვებული ეყოლება. ნაციონალური ჩემპიონატები სხვა საკითხია. თავად გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ. თუმცა, 80% სეზონს ჩაამთავრებს“, – აცხადებს ჩეფერინი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები 7 აგვისტოს ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, „ლიონი“-„იუვენტუსისა“ და „სიტი“-„რეალის“ მატჩების ამ დღეს გამართვაზე, ნამდვილად დაიწერა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
