ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
ნეპოტიზმი
ჩანაწერი

ნეპოტიზმი

ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის...

უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი
ჩანაწერი

უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი

ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს. როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ...

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ჩანაწერი

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა

ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...

შემზარავი ამბავი
ჩანაწერი

შემზარავი ამბავი

რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ  მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

აღარ ვიცი, რა ვიფიქრო? რატომ? მთელი სეზონი ვყვიროდი “იუვე”, “იუვე”, “იუვე” და რა გამოვიდა? სულელი ყოფილხარ. ჩირო რომ მომჯობინებულიყო, სხვანაირად არ იქნებოდა? ეგრე დი სტეფანო და ხენტოს რომ ეთამაშათ… კარგი, ერთი, „რეალი“ გუნდია? და „დორტმუნდი“? ამით რისი თქმა გინდა? ამით იმის თქმა მინდა, რომ „იუვენტუსს“ ერთი უცნაური თვისება აქვს. მოედანზე ხან თერთმეტი ზიდანია, ხან თერთმეტი...