ჭდე: გოგა ბითაძე

Home გოგა ბითაძე
ბითაძემ ცხრაჯერ დააფარა
ჩანაწერი

ბითაძემ ცხრაჯერ დააფარა

NBA-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსთან“ 98:110 დამარცხდა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ბითაძე შეტევაში აქტიური არ ყოფილა: ერთი ორქულიანი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო დამატებით ორი საჯარიმო ისროლა და ერთი ჩააგდო. სამაგიეროდ, ჩვენებური დაცვაში იყო კარგი და ცხრა მოხსნა მიითვალა, რასაც ორი...

მოგებას წაგება მიაყოლეს
ჩანაწერი

მოგებას წაგება მიაყოლეს

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართველ კალათბურთელებს პირველი ტურისგან განსხვავებული დღე ჰქონდათ. ორივე ჩვენებურს ნაკლები დრო დაუთმეს, ცხადია, შედეგიანობაც ნაკლები ჰქონდათ და ორივემ წააგო. „ტორონტო“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ გუნდ „მილუოკი ბაქსთან“ 116:122 დამარცხდა. მამუმ პარკეტზე 15.40 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ერთი ორიანი ჩააგდო, ერთი...

NBA მოგებებით დავიწყეთ
ჩანაწერი

NBA მოგებებით დავიწყეთ

დაიწყო NBA-ს ახალი სეზონი და კარგი ამბებიც გვაქვს. ოკეანის გაღმა, მოგეხსენებათ, სადღეისოდ ორი ქართველი კალათბურთელია, ორივემ ითამაშა და ორივემ მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი „მაიამი ჰიტთან“ გამარჯვებით გახსნა – 125:121, რაშიც საკუთარი წვლილი ჩვენიანმაც შეიტანა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე 18.30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და...

ფინეთი ვეღარ დავძლიეთ
ჩანაწერი

ფინეთი ვეღარ დავძლიეთ

საქართველოს ნაკრებiი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. არადა, მატჩი თანაბრად დაიწყო. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. მას შემდეგ, რაც ჩვენების მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა შეცვლებს მიმართა, ფინეთმა აშკარად დაგვჩაგრა და მეოთხედი 28:15 მოგვიგეს. კიდევ უფრო ცუდი დაცვა ვითამაშეთ მეორე მეოთხედში – ფინელებმა 29 ქულა ჩაგვიგდეს. მართალია, ჩვენც კარგად ვუტევდით,...

დაგეგმილი მარცხი
ჩანაწერი

დაგეგმილი მარცხი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მარცხი იწვნია. ჩვენი გუნდი ამჯერად ბერძნებს გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით წააგო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს „დაგეგმილი“ მარცხი იყო. ალეკსანდრ ჯიკიჩმა გოგა ბითაძე საერთოდ არ ათამაშა, ხოლო ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და აქცენტი უფრო მომავალ მატჩებზე გააკეთა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს სერბი სპეციალისტის ეს ჩანაფიქრი. მატჩის მიმდინარრეობიდან გამომდინარე, დასაწერი ბევრი არაფერია, ამიტომ...

ამას გვიმალავდით..?
ჩანაწერი

ამას გვიმალავდით..?

ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მოულოდნელი მოგებით დაიწყო. აშკარა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე ჩვენებმა ხმაურიანად დაამარცხეს – 83:69. მატჩი ისე დაიწყო, ვინ იყო ევროპის ჩემპიონი, არამცოდნე დაეჭვდებოდა – ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი 13:6 დაწინაურდა. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ეს ანგარიში ლოგიკური იყო და ესპანელთა მწვრთნელ სერჯო სკარიოლომ ტაიმაუტის აღება დასჭირდა. ამის შემდეგ ცოტა ავირიეთ. უფრო შეცვლებმა...

ქართული დერბი ბითაძემ მოიგო
ჩანაწერი

ქართული დერბი ბითაძემ მოიგო

NBA-ში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ გოგა ბითაძის „ორლანდოს“ უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა. მოედანზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ. უფრო მეტი მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ უკეთ ბითაძემ. გოგამ პარკეტზე 11.52 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება დააგროვა. ბითაძემ კალათს ერთხელ შეუტია, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა 19.01 წუთი ითამაშა...

გოგა იგებს, სანდრო აგებს
ჩანაწერი

გოგა იგებს, სანდრო აგებს

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო, მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ და მათგან ერთმა მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ 121:91 დაამარცხა, რაშიც, თავისი არც თუ უმინშვნელო წვლილი გოგამაც დაიდო. ბითაძე სათადარიგო იყო და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა –12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ქართველმა ცენტრმა ცხრიდან...

ორი მარცხი
ჩანაწერი

ორი მარცხი

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ისევ აგებს. ტეხასელები ამჯერად „შარლოტ ჰორნეთსან“ შინ 134:145 დამარცხდნენ და ფლეი ინის ზონას კიდევ უფრო ჩამორჩნენ. მწვრთნელმა სანდრო 17 წუთი ათამაშა და ჩვენებურმაც თავი 13 ქულას, 3 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 2 დაფარებასა და 1 პასს მოუყარა. სანდრომ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი შვიდჯერ ისროლა და მიზანს სამმა მიაღწია, საჯარიმო...

ბითაძეს მოხსნა დააკლდა
ჩანაწერი

ბითაძეს მოხსნა დააკლდა

ტრავმის გამო გოგა ბითაძემ ორი კვირა იუქმა და მოედანს დღეს გამთენიისას, „მაიამისთან“ მატჩისას დაუბრუნდა. „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად, ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ბითაძისთვის თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მერე მოედანზე 22 წუთი დაჰყო. არადა, ვფიქრობთ, ქართველ ცენტრი მეტ დროს იმსახურებს და თუნდაც იმიტომ, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა 21 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო კონკურენტის, ვენდელ კარტერის...