ჭდე: გოგა ბითაძე

Home გოგა ბითაძე
ბითაძის ხუთი, ინდიანას მეხუთე
ჩანაწერი

ბითაძის ხუთი, ინდიანას მეხუთე

წარმატებული იანვარი აქვს „ინდიანა პეისერსს“, რომელიც შარშან ოქტომბრიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც NBA-ს მორიგი სეზონი დაიწყო, ქართველი გულშემატკივრების თუ სპორტული მედიის მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ არის. აბა, რა შეხსენებაა საჭირო, რომ ინდიანაპოლისელთა რიგებში ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ირიცხება, რომელიც „პეისერსმა“ დრაფტზე გამოარჩია და თავისთან წაიყვანა. ჩვენებურიც, სადებიუტო სეზონის კვალობაზე ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურება...

ცამეტი…
ჩანაწერი

ცამეტი…

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძე პირადი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. თუ მანამდე საქმე პარკეტზე გატარებულ დროს ეხებოდა, ამჯერად ჩვენებურმა ქულათა მარაგს უმატა. „ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველმა ცეტრმა „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში 20 წუთი ითამაშა, რაც „შარლოტასთან“ წინა მატჩთან შედარებით 12 წუთით ნაკლებია, სამაგიეროდ მეტოქის კალათს ნაყოფიერად უტევდა და 13 ქულაც მოინადავლა. ამ მაჩვენებლით მან პირადი რეკორდი დააფიქსირა,...

გოგა თავიდან
ჩანაწერი

გოგა თავიდან

ესეც ასე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გოგა ბითაძე ნბა-ს სწრაფად გაუშინაურდა, ბოძებულ შანსაც კარგად იყენებს და რაც მთავარია „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა. ჩვენებურმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახლადდაწყებულ სეზონში ინდიანაპოლისელთა რიგებში უკვე მეოთხედ ითამაშა და თავი არც ამჯერად შეურცხვენია. თუ წინა შემთხვევებში ქართველი კალათბურთელი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, ამჯერად ის სასტარტო ხუთეულში იყო. ეს...

გოგამ იფრინა
ჩანაწერი

გოგამ იფრინა

ეს უკვე სხვა საქმეა. „ინდიანა პეისერსი“ ვგონებთ არ შემცდარა მიმდინარე სეზონისწინა დრაფტზე არჩევანი სწორედ ჩვენებურზე რომ გააკეთა. 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება. ასეთია გოგა ბითაძის მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში 2016 წლის ჩემპიონის – „კლივლენდის“ წინააღმდგ. 20 წლის ქართველს, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. წინა მატჩებისგან განსხვავებითაც, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგას გაცილებით...

უქულო რვანახევარი
ჩანაწერი

უქულო რვანახევარი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით წაგებული 3 თამაში შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისელები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ადგილობრივი „ბრუკლინი“ 118:108 დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში თუ რატომ არის „ინდიანა“ ჩვენი მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ ესწავლებათ. ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ხომ NBA-ს სეზონისწინა დრაფტზე სწორედ „პეისერსმა“ დაისაკუთრა. ჩვენებურის დებიუტიც წინა ტურში...