გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5...
ჭდე: გოგა ბითაძე
ვესტბრუკმა ბითაძეს რეკორდებით მოუგო
„ვაშინგტონ ვიზარდსის“ კალათბურთელი რასელ ვესტბრუკი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 35 ქულითა და 20-ზე მეტი პასით მიითვალა. ვესტბრუკმა „ინდიანა პეისერსთან“ (132:124) მოგებულ მატჩში 35 ქულა, 21 პასი და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ვესტბრუკი სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობით ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელია. 32 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 162 სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ...
ბაბლის 16
19-21 თებერვალს თბილისი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის „ბაბლის“ მასპინძელი იქნება. ჩვენთან დარჩენილი 2 ტურის 4 მატჩი გაიმართება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ჯერ სერბებს შეხვდება, შემდეგ – ფინეთს. ამათ შეხვდება შვეიცარიაცხდ. ხვალიდან ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს. ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაშია 2 ნატურალიზებული ამერიკელი...
გოგას შანსი საბონისი
ამ დილით გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი შანსი მიეცა და ჩვენებურმაც კარგად გამოიყენა. ამერიკულ კარიერაში ქართველი კალათბურთელი 10-ქულიან ზღვარს მეხუთედ ასცდა. „ინდიანამ“ კი, „ტორონტო“ 129:114 დაამარცხა. გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. ერთხელ სამქულიანიც ისროლა, მაგრამ არაზუსტად. ორი მოხსნა ჰქონდა და ამდენივე დაფარება. გოგას თამაში დომანტას საბონისის ტრავმით იყო გამოწვეული. ლიეტუველი, რომელიც...
ბითაძე მოედანს დაუბრუნდა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ დილით მოედანს დაუბრუნდა გოგა ბითაძე. ჩვენებურის „ინდიანა“ კალიფორნიაში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 96:129 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 15.35 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოასწრო. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. „ინდიანას“ 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში...
ზუროსი ბიჭებს ფინეთში დახვდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბერში ორი თამაში აქვს გასამართი. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენები 28-ში ფინეთს და 30-ში შვეიცარიას ეთამაშებიან. ორივე მატჩი ფინეთში შედგება. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში გამოძახებული 13 კალათბურთელი ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის...
ბითაძემ ლებრონს დაუფარა
NBA-ს განახლებულ რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძე მეორედ გამოჩნდა მოედანზე და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მიითვალა – ქართული კალათბურთის იმედმა თვით ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. „ინდიანამ“ 116:111 რომ დაამარცხა ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი „ლეიკერსი“, ამაში წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო, რომელმაც ხსენებულ დაფარებას 12 წუთში შვიდი ქულა, ორი მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიაყოლა. გოგამ ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ასევე ორჯერ...
ბითაძე განაცხადშია
30 ივლისიდან NBA განახლდება. რეგულარული ჩემპიონატი 14 აგვისტომდე უნდა მორჩეს, ხოლო 17 აგვისტოდან ფლეი ოფები დაიწყება. ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალების პერიოდი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გასტანს, აღმოსავლეთ – დასავლეთ კონფერენციების ფინალები კი 15-28 სექტემბრამდე ჩატარდება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ჩანიშნეს. გუნდებმა, რომლებიც საწვრთნელი ბანაკში 29 ივლისამდე დარჩებიან, უკვე გამოაქვეყნეს შემადგენლობები. „ინდიანა პეისერსის“ განაცხადშია...
მამუკელაშვილს თარიღი უთხრეს
როგორც იცით, NBA-ს დრაფტზე დგას ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი. დრაფტი 25 ივნისს, ბრუკლინის „ბარკლაი სენთერში“ უნდა გამრთულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ის 2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ახალგაზრდა ტალანტებს მოხსნის უფლება 10 დღით ადრე ექნებათ. შეგახსენებთ, რომ სანდრო კოლეჯის გუნდ „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს და გაისადაც იქ შეუძლია ითამაშოს, თუმცა დრაფტზე კანდიდატურა მაინც დააყენაა....
ნაკრებიდან მესამე ლიგაში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, თუმც უცხოეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ – 22 წლის ცენტრი ტურძილაძე „რუეილ ატლეტიკში“ ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი, მძიმე ფორვარდი კორსანტია – „კაენ კალვადოსში“. ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული...









